ევდემონ II
იერსახე
ევდემონ II (გვარად საყვარელიძე) — აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) კათოლიკოს-პატრიარქი 1666-1669 წლებში.
მის შესახებ ცნობები არ მოიპოვება. ე. თაყაიშვილის ვარაუდით, ხობის მონასტრის გულანში მოხსენიებული „აფხაზთა პატრიარქი ბატონი ევდემო“, რომლის ბრძანებითაც გადაიწერა აღნიშნული გულანი, ევდემონ II უნდა იყოს.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 550.