დომენტი IV

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „დომენტი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ დომენტი.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დომენტი IV-ის ხელრთვა
დომენტი IV-ის ჯვარი

დომენტი IV (ერისკაცობაში დამიანე ლევანის ძე ბაგრატიონი; გ. 1741) — აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1705-1741 წლებში, (მღვდელი ვასილ გრიგოლის ძე კარბელაშვილის ცნობით 1704-1724 და 1738-1742 წლებში), ვახტანგ VI-ის ძმა, მწიგნობარი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1705-1708 წლებში ვახტანგ VI-თან ერთად მონაწილეობდა კანონების შედგენაში.

1706 წელს გადაიხადა ბაჟი:

ბატონმა კათალიკოზმან დომენტიმ გიბოძეთ ბაჟი ქალაქისა, გორისა, ქრცხილუანისა და ალისა და ყოვლის ჩუენის სამეფოსი, თევზისა ახლისა, ძველისა, რაც სვეტი-ცხოვლის შამოსავალი ბაჟია, ამაში ჩუჱნი ყმა თარხანი არ არის, ოცდასამ თუმნად შენც აიღე და ჩუჱნც გვიბოძებია. ხიგარაშვილმა გასპარამ და ალასაშვილმა ასატურამ ავირეთ და უნდა მოგართოთ ამ ნავროზით იმ ნავროზამდის: ზურგიელი სამი ერთ აბაზათ, დოში შვიდ ფულათ, გვერდი ნახევარ შაურათ, ხიზილალა შაურ ორ ბისტათ ლიტრა. თეთრი ბრინჯი ლიტრა ოთხ ბისტათ, გელაქნური შვიდი შაურათ, ზუთხი მუცლიანი აბაზათ, ტარაღანა ორშაურათ. აპრილის პირუელს, ქორონიკონს ტჟდ[1].

1707 წელს ირანის შაჰს ეწვია და დაამტკიცებინა საკათოლიკოსო მამულები, მათ შორის კახეთის ხელისუფალთა მიერ იმჟამად მისაკუთრებული საკათოლიკოსო კახური სამფლობელოებიც.

1709 წელს გაანახლა კათალიკოს-პატრიარქ ნიკოლოზ I-ის მიერ შედგენილი სვეტიცხოვლის საკითხავი.

ჩვენ მეფედ შარავანდედმან დავითიან პანკრაჲტოვანმან კათალიკოზმან პატრიარქმან დომენტი განვაახლეთ ცხოვრებაჲ ესე სუჱტის ცხოველისაჲ ღმერთო და წმინდაო ღუთის მშობელო, შეიწყალე და შეუნდევ ცოდვანი მისნი჻ სუჱტის ცხოვლისა ვინ გამოსწიროს წყეული იყოს ვინც გაჴრწნას და დაჭრას჻

ქკს჻ ტჟზ჻ ქრისტეს აქეთ჻ ჩღთ჻ შეიწყალე პატრიარქი დომენტი. ამენ უფალო.

—საკითხავი სუჱტის ცხოველისაჲ კუართისა საუფლოჲსა და კათოლიკე ეკლესიისა

1710 წელს კახეთის მეფეს დავით II-ს (იმამ-ყული ხანი) დააწერინა საკათოლიკოსო მამულების მფლობელობის სიმტკიცის სიგელი.

1712-1714 წლებში მხარს უჭერდა ირანში მყოფ ვახტანგ VI-ის გამეფებას. ერთ პერიოდში სცადა სამეფო ტახტის დაკავება, მაგრამ უშედეგოდ. 1723 წელს, თბილისში თურქ-ოსმალთა შემოჭრის დროს, გაიხიზნა ლორეს ციხეში, იქიდან კი ქსნის საერისთავოში. თბილისის გამგებელმა იესემ (ალი-ყული-ხანი) კათოლიკოსად ბესარიონი დანიშნა, მაგრამ ოსმალებმა ისევ დომენტი IV დააბრუნეს.

საქართველოს დატოვება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1725 წელს დომენტი IV ოსმალეთის სულთანმა სტამბოლში გაიწვია. აქ დაუმტკიცეს საკათოლიკოსო მამულები, მაგრამ სამშობლოში აღარ გამოუშვეს. 1727 დეკემბერში დააპატიმრეს როგორც ოსმალთა ბატონობის მოწინააღმდეგე და სტამბოლის მახლობლად კუნძულზე გადაასახლეს. აქ მან 1736-ის დამლევამდე დაჰყო. 1739 ნოემბერში ქართლში დაბრუნდა.

დომენტი IV-ის ლიტერატურული-მწიგნობრული მოღვაწეობა ემსახურებოდა ქართული კულტურისა და ქრისტიანობის დაცვა-განმტკიცების საქმეს. დომენტი IV-მ შეკრიბა ქართველი საერო და საეკლესიო მოღვაწეთა ცხოვრება-წამების აღწერილობანი, მათ შორის ზოგიერთი სვინაქსარული სახისა, და შეადგინა ქართული ჰაგიოგრაფიული კრებული (მოღწეულია 1713 გადანწერი ნუსხით); საეკლესიო პრაქტიკისათვის გადააწერინა პარაკლიტონი, ასკეტიკონი და სხვ., ბერძნულიდან ათარგმნინა კურთხევანი და 1719 საკუთარი ხარჯით დააბეჭდინა თბილისში, შეადგინა სადღესასწაულოს ახალი რედაქცია (მოღწეულია 1718 ნუსხით). გადასახლებაში ყოფნისას შეკრიბა ილარიონ ქართველისა და სხვათა საგალობლები, გადააწერინა საეკლესიო მამათა თხზულებების მეორე ნაწილი. დომენტი IV-მ საკუთარი ხარჯით შეასრულა მცხეთის სვეტიცხოვლის, თბილისის ანჩისხატის, მეტეხისა და სხვა ეკლესიების სარემონტო და სამშენებლო სამუშაოები.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. «Акты, собранные Кавказской археографической комиссией», ტ. I, გვ. 54