ალექსანდრე (ოქროპირიძე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრე
ეპისკოპოსი
Alexander Roinashvili. Alexandre Oqropiridze and Leonide Oqropiridze. 1890.jpg
წმინდა მღვდელმთავარი ალესანდრე ოქროპირიძე და მისი ძმისშვილი ეპისკოპოსი ლეონიდე ოქროპირიძე, 1890-იანი წლები, ალექსანდრე როინაშვილის ფოტო
ეკლესია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
წასვლა 1903
სხვა აფხაზეთის არქიმანდრიტი, აფხაზეთის ეპისკოპოსი, გურიის ეპისკოპოსი, ქართლ-კახეთის ქორეპისკოპოსი, სამეგრელო-გურიის ეპისკოპოსი



საერო სახელი ალექსი დავითის ძე ოქროპირიძე
დაიბადა 1824
გარდაიცვალა 9 ნოემბერი, 1907
ეროვნება ქართველი
რელიგია მართლმადიდებელი
ალმა მატერი ყაზანის სასულიერო აკადემია.

ეპისკოპოსი ალექსანდრე (ერისკაცობაში — ალექსი დავითის ძე ოქროპირიძე; დ. 1824 — გ. 9 ნოემბერი, 1907, შიომღვიმის მონასტერი) — ქართველი საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გორის სასულიერო სასწავლებლისა და თბილისის სასულიერო სემინარიის შემდეგ, 1850 წელს, დაამთავრა ყაზანის სასულიერო აკადემია. სამშობლოში დაბრუნებული, ჯერ იყო მასწავლებელი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, შემდეგ — აფხაზეთის არქიმანდრიტი, 1862-1869 — აფხაზეთის ეპისკოპოსი, 1869-1882 და 1886-1898 წლებში — გორის ეპისკოპოსი, ქართლ-კახეთის ეპარქიის ქორეპისკოპოსი, 1882-1885 — გურიის ეპისკოპოსი, 1898-1903 — გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი. იღვწოდა ქართული ენისა და კულტურის დასაცავად. დასვა საკითხი საქართველოს სასულიერო სკოლებში ქართული ენის სავალდებულო საგნად შემოღების შესახებ. 1903 გადააყენეს თანამდებობიდან.

ალექსანდრემ საკუთარი სახსრებით დააბეჭდვინა რამდენიმე ქართული საერო და საეკლესიო ძეგლი, შეაგროვებინა და გამოაცემინა ხალხში გაბნეული ქართული საგალობლები. 90-იან წლებში შეაკეთა და განაახლა ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები: შიომღვიმე, ზედაზენი, ჯვარი და დავითგარეჯა. დიდძალი ფული შესწირა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას და საეკლესიო მუზეუმს, ღარიბ მოწაფეთა დასახმარებლად დააწესა სტიპენდიები. დასაფლავებულია შიომღვიმის მონასტრის ღვთისმშობლის ეკლესიაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „საქართველოს ეკლესიის კალენდარი 1982 წლის“, გვ. 163-167
  • ზაქარია ჭიჭინაძე, „გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი ყოვლად სამდღვდელო ალექსანდრე“ — ტფილისი, 1903;
  • [Епископ Кирион], Краткий очерк истории грузинской церкви и экзархата за ХIХ столетие, Тфл., 1901 (კრიპტონიმი:: Е. К.);