მიხა ხელაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
მიხა ხელაშვილი
Მიხა ხელაშვილი.jpg
დაბადების თარიღი 25 იანვარი 1900(1900-01-25)
დაბადების ადგილი ახადი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 25 იანვარი 1925(1925-01-25) (25 წლის)
გარდაცვალების ადგილი ჩარგალი, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა პოეტი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა
Flag of Georgia (1918–1921).svg საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
Flag of the Soviet Union (1924–1955).svg სსრკ

მიხეილ (მიხა) ხელაშვილი (დ. 25 იანვარი, 1900, ახადი, — გ. 25 იანვარი, 1925, ჩარგალი) — ქართველი სახალხო პოეტი, 1920-იანი წლების ანტი-საბჭოთა პარტიზანული მოძრაობის მონაწილე და „შეფიცულთა რაზმის“ წევრი.

ავტორია პოპულარული ლექსისა „ლექსო ამოგთქომ ოხერო“, რომელიც ზეპირად ვრცელდებოდა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კერძოდ ხელაშვილის მშობლიურ ფშავში. 1922-1924 წლებში მონაწილეობდა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეთაურობით მოწყობილ შეიარაღებულ გამოსვლებში ფშავსა და ხევსურეთში.

გავრცელებული ვერსიით საკუთარ დაბადების დღეს, 25 წლის ასაკში, მოკლა საბჭოთა ხელისუფლების მიერ მოსყიდულმა მეგობრებმა: ლევან გარსევანიშვილმა, ლუკა მარცვალაშვილმა და ვახტანგ რაზიკაშვილმა.[1]

სხვა ვერსიით დაიღუპა დუშეთის მილიციის რაზმთან შეტაკების დროს. საბჭოთა პერიოდში ხელაშვილის ლექსები იბეჭდებოდა ხალხური პოეზიის ანთოლოგიებში ავტორის მითითების გარეშე.

მიხა ხელაშვილის ლექსების თემატიკა მრავალფეროვანია - ძირითადად პატრიოტული და სატრფიალო ლექსებია, თუმცა ასევე მოიცავს ელეგიური ჟანრის მელანქოლიურ ნათქვამებსაც.[1]

დაკრძალულია ჩარგლის სოფლის სასაფლაოზე.

გამოცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1989 და 1993 წლებში, ედიშერ გიორგაძემ გამოსცა მიხა ხელაშვილის 40-50 გვერდიანი ლექსების კრებული. 2006 და 2010 წლებში, გიგი ხორნაულმა გამოსცა გაცილებით ვრცელი კრებულები. ვახუშტი კოტეტიშვილისა და ალექსი ჭინჭარაულის მიერ შედგენილი კრებული „კლდის ფხაზე თეთრო ყვავილო...“, რომელიც მიხა ხელაშვილის თოთხმეტი ლექსით იხსნება. 2012 წელს „ინტელექტმა“ 100 ლექსის სერიაშიც დაბეჭდა მიხა ხელაშვილი. 2013 წელს გამოიცა „სიტყვა, ლექსებად ნაქარგი“ - მიხა ხელაშვილის ყველაზე სრული და ყველაზე მრავალფეროვანი მასალით გამდიდრებული კრებული.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლიქოკელი, ივანე, „ხევსურები და ქაქუცა“ — თბილისი, „არტანუჯი“, 2006

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]