დომენტი III

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „დომენტი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ დომენტი.

დომენტი III (გ. სექტემბერი, 1676, მცხეთა) — აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1660-1676 წლებში, ქაიხოსრო მუხრანბატონის ძე.

იყო ქართლის მეფის ვახტანგ V-ის პოლიტიკის მიმდევარი. ენერგიულად იბრძოდა ტყვეებით მოვაჭრე თავადთა წინააღმდეგ. მუსლიმანურ წეს-ჩვეულებათა საპირისპიროდ ცდილობდა ქართული ქრისტიანული ჩვეულებების აღდგენას. 1664 წელს თბილისელი ვაჭრისაგან შეიძინა სამცხიდან ჩამოტანილი ანჩის ხატი და თბილისის ანჩისხატის ეკლესიაში დაასვენა. მანვე შეაკეთა და განაახლა ანჩისხატის ეკლესია, 1675 წელს ააგო ახალი სამრეკლო.

ანჩისხატის სამშენებლო წარწერა

ანჩისხატის სამრეკლოს ამშვენებს შემდეგი წარწერა:

ვიკიციტატა
„ჩვენ ქრისტეს მიერ კურთხეულმან ბატონიშვილმან კათალიკოზმან დომენტი აღვაშენე სამრეკლო ესე და განვაახლე საყდარი ესე სულისა ჩემისა საოხად მეფობასა ქართლსა შანავაზისსა. ქ-ნსა ტნიგ (1675)“

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრისთვის ნასყიდობით შეიძინა სახნავ-სათესი მიწები და რამდენიმე კომლი გლეხი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]