ქრისტეფორე II
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
ქრისტოფორე II (ერისკაცობაში ურდუბეგისძე, ურდუბეგაშვილი) — საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1638-60. ქრისტოფორე II კათალიკოსად დასვა როსტომ მეფემ, რომელმაც ევდემოზ I დააპატიმრა შეთქმულებაში მონაწილეობისათვის. ქრისტოფორე II-მ როსტომს ხელახლა დაამტკიცებინა მცხეთის სვეტიცხოვლის ძველად კუთვნილი მამულები: გარეჯის უდაბნოები, რამდენიმე სოფელი და თბილისში მეტეხის ღვთისმშობლის საყდარი, ამას გარდა შემოაწირვინა ახალი მამულებიც. ქრისტოფორე II მწიგნობარი იყო. ადრე წერდა მცხეთაში პატრიარქის წყალობის საბუთებს; მასვე დაურთავს კომენტარები იოანე პეტრიწის „განმარტების“ ტექსტისათვის.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ლომინაძე ბ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 554.