აბრაჰამ I
აბრაჰამ I, აბრამი — საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1280-1310 წლებში, ადრე მეფის ჯვრისმტვირთველი, პოლიტიკური მოღვაწე. დემეტრე II თავდადებულისა და დავით VIII-ის თანამედროვე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აბრაჰამ კათალიკოსის ცხოვრება ვრცლად არის აღწერილი ქართველთ მამათა ცხოვრებაში. როგორც ჩანს სხვადასხვა საეკლესიო წიგნებიდან ის მცირე ხნით იყო კათალიკოსად.
აბრაჰამ I ურდოში თან ახლდა დემეტრე II-ს და ქვეყნისათვის წამებული მეფის ცხედარი მალულად საქართველოში ჩამოასვენა. მანვე აკურთხა მეფედ დავით VIII. აბრაჰამ I ოთხჯერ მონაწილეობდა მეტად რთულ და სახიფათო ელჩობაში. დავალებული ჰქონდა დაეზავებინა მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყებული დავით VIII და ყაზან-ყაენის მიერ საქართველოს ასაოხრებლად წარმოგზავნილი ხუტლუბუღა. მონღოლებმა ელჩობის ზოგი მონაწილე მოკლეს. შეთანხმება ვერ მოხერხდა. აბრაჰამ I-ის შესახებ ცნობები დაცულია მისი თანამედროვე ანონიმი ჟამთააღმწერლის (XIV ს.) თხზულებაში ("ქართლის ცხოვრება", ტ. 2, თბილისი, 1959).
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „წიგნი ფლორენციის კრებისა“.
- „სახის ჩვენება“, ორ წიგნად.
- „ნიკოლოზ, გიხაროდენ“.
- „იოანე ოქროპირის სიტყვა“.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 33.
- „ქართული მწერლობა მეცამეტე საუკუნიდამ მეთექვსმეტე საუკუნემდე“, თბ., 1855, გვ. 3
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აბრაჰამი კათალიკოსი. მოამზადა: გულნარა მჭედლიძემ. საიტი „ქართველი ისტორიული მოღვაწენი“