გიორგი (ღონღაძე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გიორგი (ღონღაძე) (დ. 7 ივლისი, 1894 — გ. 22 ივნისი, 1982) — ქართველი საეკლესიო მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიტროპოლიტი გიორგი, ერისკაცობაში გიორგი ნესტორის ძე ღონღაძე, დაიბადა 1894 წლის 7 ივლისს შორაპნის მაზრის სოფელ ჩრდილში. 1909 წელს დაასრულა სკოლა. 1910-1914 წლებში მუშაობდა რკინიგზაში ტელეგრაფისტად. 1914-1918 წლებში მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. დემობილიზაციის შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის კირიონ II-ის ლოცვა-კურთხევით ხელდასხმულ იქნა მთავარდიაკვნად და გაიგზავნა გორის მაზრის სოფელ ატოცში, სადაც მსახურობდა 1923 წლამდე. საბჭოთა რეჟიმის ზეწოლის გამო 1923 წელს იგი აიძულეს თავი დაენებებინა სასულიერო საქმიანობისთვის, ხოლო 1949 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ ადგინა სასულიერო სამსახურში. 1955 წლიდან დეკანოზის ხარისხშია. 1974 წლის 13 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დავით V-მ აკურთხა მანგლისის ეპისკოპოსად. 1978 წლის 4 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. 1980 წელს დაინიშნა წილკნის მიტროპოლიტად.

1982 წლის 22 ივნისს მიტროპოლიტი გიორგი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სერგო ვარდოსანიძე. ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები). გამომცემლობა ,,ნათლისმცემელი", თბილისი, 2010, გვ. 229-230.