დიმიტრი (კაპანაძე)
დიმიტრი | |
---|---|
ხორნაბუჯის ეპარქიის ეპისკოპოსი | |
პროვინცია | კახეთი |
ეპარქია | ხორნაბუჯის ეპარქია |
ეკლესია |
![]() |
ინთრონიზაცია | 2013 |
ეროვნება | ქართველი |
რელიგია | ქრისტიანობა |
ეპისკოპოსი დიმიტრი (ერისკაცობაში – რამაზ ვანგერის ძე კაპანაძე; დ. 19 ივნისი, 1975, სოფ. ხორითი, ხარაგაულის რაიონი) — ხორნაბუჯის ეპარქიის მღვდელმთავარი 2013 წლის 27 ოქტომბრიდან.
ანგელოზის დღე: 8 ნოემბერი – წმ. დიმიტრი თესალონიკელის ხსენება. ბერად აღიკვეცა 1995 წლის 16 დეკემბერს, 1996 წლის 10 მარტს აკურთხეს დიაკვნად, მღვდლად 1997 წლის 12 იანვარს აკურთხეს. 2013 წლის 11 ოქტომბერს არქიმანდრიტი დიმიტრი გამორჩეულ იქნა მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსად.[1] ხოლო 2013 წლის 27 ოქტომბერს მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ეპისკოპოსად აკურთხა უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მთავარეპისკოპოსმა მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტმა ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა ილია II-მ.[2]
2015 წლის 12 იანვრიდან დიმიტრი ხორნაბუჯის ეპარქიას უდგას სათავეში.[3]
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ყოვლადუსამღვდელოესი დიმიტრი ხორნაბუჯელი ეპისკოპოსი დაარქივებული 2018-05-07 საიტზე Wayback Machine.
- drevo-info.ru
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ წმიდა სინოდის სხდომის ოქმი 15/10/2013
- ↑ პატრიარქის საკვირაო ქადაგება 27/10/2013
- ↑ ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-11-16. ციტირების თარიღი: 2018-05-09.
|