ალექსანდრე ონიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ალექსანდრე ონიანი (დ. 9 მარტი, 1981, სოფ. ჟახუნდერი, ახლანდ. ლენტეხის მუნიციპალიტეტი, — გ. 11 აგვისტო, 2008, შინდისი, გორის მუნიციპალიტეტი) — ქართველი სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაიღუპა შინდისთან ბრძოლაში.

სავალდებულო სამხედრო სამსახურის შემდეგ კონტრაქტით მსახურობდა სენაკის მეორე ბრიგადის საინჟინრო ოცეულში. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს თანამებრძოლებთან ერთად უთანასწორო ბრძოლაში ჩაება რუსეთის არმიის მოტომსროლელ ასეულთან შინდისის რკინიგზის სადგურთან. ერთსაათიან ბრძოლაში 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა, მ. შ., ალექსანდრე ონიანი, რომელიც მტერს არ დანებდა და ნათლულ, კაპრალ რომან ზოიძესთან ერთად თავი ყუმბარით აიფეთქა. სიკვდილის შემდეგ მიენიჭა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (2009) და ეროვნული გმირის ორდენი (2021).[1][2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. პრეზიდენტმა ეროვნული გმირის ორდენი მიანიჭა შინდისის ბრძოლაში დაღუპულ ალექსანდრე ონიანს, რადიო თავისუფლება. აგვისტო 11, 2021.
  2. ალექსანდრე ონიანი, პროექტი „გმირი“. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.