შინაარსზე გადასვლა

ნაძალადევის სახალხო თეატრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნაძალადევის სახალხო თეატრი — თეატრი. გაიხსნა ნაძალადევში მწიგნობარ გ. ჩარკვიანის თაოსნობით. პირველ წარმოდგენად 1896 წელს უჩვენეს ალექსანდრე ყაზბეგის „არსენა“. სპექტაკლში მონაწილეობდნენ სცენისმოყვარე მსახიობები: ს. ციციშვილი, ო. ხავთასი, ს. ყალაბეგაშვილი, გ. გაბინაშვილი, გ. ჯაბაური და სხვები; რეჟისორი ბ. საფაროვი. შემდგომ წლებში ნაძალადევის სახალხო თეატრი რევოლუციური იდეების პროპაგანდის კერად გადაიქცა. რეპერტუარსაც ამავე მიზნით არჩევდნენ. რევოლუციურ პერიოდში დაიდგა: ი. გომართელის „ქოხში“, ტ. რამიშვილის „მეზობლები“, პოლიო ირეთელის „დამარცხებულნი“ და სხვა წარმოდგენები. 1912 წლის 12 იანვარს საზეიმოდ გაიხსნა თეატრის ახალი შენობა და ჩამოყალიბდა სცენისმოყვარეთა მუდმივი წრე; რეჟისორად დაინიშნა მსახიობი ს. სვიმონიძე (გოგოლაშვილი). სპექტაკლებში პროფესიონალი მსახიობებიც მონაწილეობენ (ლ. მესხიშვილი, ვ. აბაშიძე, გ. არადელი-იშხნელი, მ. საფაროვა-აბაშიძე, ნ. გაბუნია-ცაგარელი და სხვები). სხვადასხვა დროს წრეს ხელმძღვანელობდნენ: შ. ბერიშვილი, პ. ფრანგიშვილი, ვ. ნინიძე, გ. სულიაშვილი. წრის წევრები იყვნენ გ. პავლიაშვილი, ვასო კუდუხაშვილი, ვერა კუდუხაშვილი, გ. გაბინაშვილი, ა. ჩიტაძე, ქ. კამკამიძე, ს. გოგაშვილი. წრე განაგრძობდა მაშაობას პლეხანოვის სახელობის კულტურის სახლში.

1924 წლის 10-19 მარტს თეატრის დარბაზში მიმდნარეობდა კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის და საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს წევრების სასამართლო პროცესი.[1]