შინაარსზე გადასვლა

ზოსიმე (შიოშვილი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, მიტროპოლიტი
ზოსიმე (შიოშვილი)
დროშა
დროშა
წილკნისა და დუშეთის ეპარქიის მიტროპოლიტი
ეკლესია: საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია
 
განათლება: საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, მცხეთის სასულიერო სემინარია
დაბადების სახელი: შოთა შიოშვილი
დაბადება: 8 მარტი, 1951 (1951-03-08) (75 წლის)
თბილისი
ბერად აღკვეცა: 1981 წლის 10 ოქტომბერი
დიაკვნად კურთხევა: 1976 წლის 27 ივნისი
მღვდლად კურთხევა: 1977 წლის 12 ივლისი
ეპისკოპოსად კურთხევა: 1983 წლის 14 ოქტომბერი
მთავარეპისკოპოსობა ებოძა: 1996 წლის 25 დეკემბერი
მიტროპოლიტობა ებოძა: 2009 წლის 26 სექტემბერი

მიტროპოლიტი ზოსიმე (ერისკაცობაში — შოთა გიორგის ძე შიოშვილი; დ. 3 აგვისტო, 1951, თბილისი) — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი 1984 წლიდან.

1969 წელს, საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტზე. 1972–1974 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიაში. 1974 წელს ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში. 1975 წელს აკურთხეს დიაკვნად, 1977 წელს — მღვდლად ანტონის სახელით. 1978–1980 წლებში მსახურობდა თბილისის მამადავითის ეკლესიაში. 1980 წელს აღიკვეცა ბერად ზოსიმეს სახელით. ამავე დროს ასრულებდა მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორის მოვალეობას. 1980 წელს აყვანილ იქნა არქიმანდრიტის, ხოლო 1983 წელს — ეპისკოპოსის ხარისხში და დაინიშნა ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად. 1984 წელს გადაიყვანეს წილკნის ეპარქიის მმართველად. დღემდე (2026) განაგებს წილკნისა და დუშეთის ეპარქიას. 1988 წლის 20 ნოემბერს ზოსიმემ საზეიმო კურთხევა შეასრულა საბჭოთა ხელისუფლების მიერ ათწლეულების წინ დახურულ წილკნის ტაძარში.

1985–1988 წლებში ეპისკოპოსი ზოსიმე შეთავსებით მართავდა ურბნისის ეპარქიასაც. 1984–1992 წლებში იყო საქართველოს საპატრიარქოს საგამომცემლო განყოფილების თავმჯდომარე. მონაწილეობდა შოტლანდიაში ევროპის ეკლესიათა კონფერენციის მუშაობაში. ხელმძღვანელობდა ათონის ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლის საქართველოში გადმობრძანებას.

1988 წლის 1 ოქტომბერს ზოსიმე დაინიშნა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პირველ რექტორად. 1989 წლის თებერვალში რექტორის თანამდებობა დატოვა. მოგვიანებით მისი ყოფილი სტუდენტები ზოსიმეს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდნენ, რასაც ზოსიმე ცილისწამებად მიიჩნევდა. საპატრიარქოს ოფიციალური ვერსიით რექტორის გადადგომა განპირობებული იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობის რადიკალიზაციით: „XX საუკუნის 80-იანი წლების თბილისი გამოირჩეოდა პერმანენტული საპროტესტო აქციებით, მიტინგებითა და დემონსტრაციებით. ვინც ამ მიტინგებსა და დემონსტრაციებში არ მონაწილეობდა, სამწუხაროდ, ის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობის მტრად ცხადდებოდა. მეუფე ზოსიმე 1989 წლის თებერვალში იძულებული გახდა გადამდგარიყო აკადემიის რექტორობიდან“.[1]

1996 წელს ზოსიმეს ებოძა მთავარეპისკოპოსის ხარისხში, 2009 წელს — მიტროპოლიტობა. დაჯილდოებულია საქართველოს საპატრიარქოს წმ. გიორგის ორდენით (2007).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]