ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიკოლოზი
ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი
Mitropoliti nikolozi.jpg
მეუფე ნიკოლოზი
პროვინცია ჯავახეთი
ეპარქია ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქია
ეკლესია ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ინთრონიზაცია 1996

საერო სახელი პაატა ფაჩუაშვილი
დაიბადა 10 თებერვალი, 1961
ეროვნება ქართველი
რელიგია ქრისტიანობა

მეუფე ნიკოლოზი (ერისკაცობაში — პაატა ფაჩუაშვილი; დ. 10 თებერვალი, 1961, თბილისი, საქართველო) — ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი. საქართველოს საპატრიარქოს მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე.

ნიკოლოზმა 1985 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1992 წელს კი — თბილისის სასულიერო აკადემია. 1990 წლის 30 სექტემბრიდან დიაკონია, 1991 წელს კი მღვდლად აკურთხეს, რის შემდეგაც 1996 წლამდე მეტეხის ტაძრის დეკანოზი იყო. 1996 წლის 24 მარტს აღიკვეცა ბერად, მეორე დღეს კი, 25 მარტს არქიმანდრიტის ხარისხი მიენიჭა. მალევე, იმავე წლის 31 მარტს ეპისკოპოსად აკურთხეს, რის შემდეგაც სხვადასხვა დროს იყო ცაგერ-სვანეთის (1996-1997), ახალციხისა (1997-1998) და ბოლოს ბოდბის (1998-2002) ეპისკოპოსი. მთავარეპისკოპოსობა ებოძა 2000 წლის 28 ნოემბერს. 2002 წლიდან ახალქალაქის ეპარქიას მართავს, ხოლო 2006 წლის 30 სექტემბერს მიტროპოლიტის ხარისხი ებოძა.

კათედრა აქვს ახალქალაქსა და კუმურდოში, რეზიდენცია — ახალქალაქსა და ნინოწმინდაში.

ანგელოზის დღე — 6 დეკემბერი (19).

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]