ფარნაოზ ყარალაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფარნაოზ რევაზის ძე ყარალაშვილი (დ. იანვარი 1898, ართანა, ახლანდ. თელავის მუნიციპალიტეტი, — გ. 20 მაისი, 1923, თბილისი) — ქართველი ოფიცერი, საქართველოს ეროვნული გმირი.[1]

თავად რევაზ მიხეილის ძე ყარალაშვილის (დ. 1858 — გ. 1924) შვილი. დაამთავრა თელავის გიმნაზია. 1917 წელს მოხალისედ მსახურობდა ლაგოდეხში. 1918-1921 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის ჯარში (მე-6 პოლკში) პორუჩიკის ჩინით. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ იყო საქართველოს წითელი არმიის 1-ლი ქართული პოლკის უფროსის თანაშემწე. 1922 წლის სექტემბერში ის იყო ძეგვის ხიდზე მდგომ ტყვიისმფრქვეველთა რაზმის უფროსი. კავშირი დაამყარა მიხეილ ლაშქარაშვილის პარტიზანულ რაზმთან. იყო საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის მიერ შექმნილი „სამხედრო ცენტრის“ უპარტიო წევრი. 1923 წელს ჩეკამ დააპატიმრა და თბილისში, დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე სამხედრო ცენტრის სხვა 14 წევრთან ერთად დახვრიტა.[2] 1924 წლის აგვისტოს აჯანყების დღეებში დახვრიტეს მისი მამაც, რევაზ ყარალაშვილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N04/07/02 2023 წლის 4 ივლისი საქართველოს ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოების შესახებ [1]
  2. 1923 წელს დახვრეტილი ქართველი სამხედროები. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI). 18 იანვარი 2016.