ანდრია (გვაზავა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, მიტროპოლიტი
ანდრია (გვაზავა)Mitropoliti andria.jpg
დროშა
გორისა და ატენის ეპარქიის მიტროპოლიტი
ეკლესია: საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიაCoat of Arms of Georgian Orthodox Church.svg
 
განათლება: სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი
დაბადების სახელი: ამირან ანატოლის ძე გვაზავა
დაბადება: 24 აპრილი, 1969 (1969-04-24) (50 წლის)
სოხუმი
ბერად აღკვეცა: 1995 წლის 15 აპრილი
დიაკვნად კურთხევა: 1996 წლის 17 სექტემბერი
მღვდლად კურთხევა: 1996 წლის 13 ნოემბერი
ეპისკოპოსად კურთხევა: 1998 წლის 18 ოქტომბერი
მთავარეპისკოპოსობა ებოძა: 2006 წლის 16 ნოემბერი
მიტროპოლიტობა ებოძა: 2010 წლის 25 მაისი

მიტროპოლიტი ანდრია (ერისკაცობაში — ამირან ანატოლის ძე გვაზავა; დ. 24 აპრილი, 1969, სოხუმი) — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, გორისა და ატენის ეპარქიის მიტროპოლიტი; ანგელოზის დღე — 13 დეკემბერი [ძვ. სტ. 30 ნოემბერი] (წმინდა მოციქულ ანდრია პრიველწოდებეულის ხსენება); კათედრა და რეზიდენცია, გორსა და ატენში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამირანი 1974 წელს სოხუმის საშუალო სკოლაში შევიდა და 1985 წელს დაამთავრა. ამავე წელს სასწავლებლად ხარკოვის უმაღლესი სამხედრო საავიაციო-საინჟინრო სასწავლებელი აირჩია და იქ 1988 წლამდე სწავლობდა. 1989-1994 წლებში კი სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო ინსტიტუტი დაამთავრა. 1995 წლის 15 აპრილს ბერად აღიკვეცა და ეწოდა ანდრია. დაახლოებით წელიწადნახევარში, 1996 წლის 17 სექტემბერს დიაკვნად აკურთხეს, 3 თვის შემდეგ, 13 დეკემბერს კი მღვდლად დაასხეს ხელი. 1997 წელს მიიღო იღუმენის წოდება და დავითგარეჯის მონასტრის წინამძღვარი გახდა. 1998 წლის 18 ოქტომბერს ეპისკოპოსად აკურთხეს და 2001 წლამდე საგარეჯოსა და გურჯაანის ეპისკოპოსი იყო. 2001 წლის 20 ოქტომბერს კი სამთავისისა და გორის ეპარქია ჩააბარეს. 2006 წლის 16 ნოემბერს მიიღო მთავარეპისკოპოსის, 2010 წლის 25 მაისს კი მიტროპოლიტის წოდება.[1]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]