თბილისის საეკლესიო მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
თბილისის საეკლესიო მუზეუმი
კოორდინატები: კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
დაარსდა 1888 წლის 15 ივლისი
დამაარსებლები დიმიტრი ბაქრაძე, თედო ჟორდანია, ნიკოლოზ თვარელიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ნიკოლოზ კალლისტოვი
დაიხურა 1921 წლის 21 მარტი
მდებარეობა თბილისი სიონის ეკლესიის ეზო (1888-1916 წწ.), თბილისის კლასიკური გიმნაზია (1916-1918 წ. 3 სექტემბერი), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (1918 წ. 3 სექტემბერი - 1921 წ. 21 მარტი).
სტატუსი კერძო, არასახელმწიფო ორგანიზაცია
კურატორი

დიმიტრი ბაქრაძე 1888 წ. 15 ივლისი—1890 წ. 10 თებერვალი, თედო ჟორდანია 1889 —1898, მოსე ჯანაშვილი 1898 წ. 10 აპრილი-1918 წ. 3 სექტემბერი,

კორნელი კეკელიძე 1918 წ. 3 სექტემბერი —1921 წ. 21 მარტი,

„საქართველოში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ძმობასთან არსებული საეკკლესიო განძთსაცავი“ — დაარსდა 1888 წელს სიონის ტაძართან, მოწინავე ქართველი (დიმიტრი ბაქრაძე, თედო ჟორდანია, ექვთიმე თაყაიშვილი, ნიკოლოზ თვარელიშვილი და სხვა) და რუსი ინტელიგენციის (პრასკოვია უვაროვა) თაოსნობითა და მხარდაჭერით, აგრეთვე საქართველოს საეგზარქოსოს სამღვდელოების (ეგზარქოსი პალადი, დეკანოზი დავით ღამბაშიძე და მრავალ სხვათა ) უშუალო მონაწილეობით.

საეკლესიო განძთსაცავის (მუზეუმის) მიზანი იყო საქართველოს ეკლესია-მონასტრებში შემონახული, ისტორიული მნიშვნელობის ნივთების (უპირველეს ყოვლისა ხელნაწერებისა და სიგელ-გუჯრების), რომლებიც ყოველდღიურ ხმარებაში აღარ იხმარებოდა, საგანგებო განზთსაცავში გადატანა, აღწერა, შესწავლა, გამოცემა, ექსპონირება ფართო საზოგადოებისათვის.

1899 წელს განძთსაცავს შეეცვალა როგორც მეპატრონე, ისე სახელი. 1899 წლის 29 ნოემბრიდან მას "ქართლ-კახეთის ეპარქიის სამღვდელოების საეკლესიო სიძველეთსაცავი" ეწოდა. 1918 წლის 3 სექტემბერს სიძველეთსაცავი გადატანილ იქნა ახლადდაფუძნებულ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც დაფუძნდა "სიძველეთა დაცვის მუზეუმი". მუზეუმის გამგედ დაინიშნა კორნელი კეკელიძე, მოადგილედ - მოსე ჯანაშვილი.

თავისი არსებობის 33 წლის განმავლობაში მუზეუმში თავი მოიყარა მრავალმა უძველესმა ქართულმა თუ სხვა ქვეყნის ხელნაწერებმას (პალიმფსესტები V-VI სს., მოხატული ხელნაწერი წიგნები და სხვა). 1921 წლის 21 მარტს "ქართლ-კახეთის ეპარქიის სამღვდელოების საეკლესიო სიძველეთსაცავი" გაუქმდა, თვით კოლექცია უნივერსიტეტის შენობაში დარჩა. 1930 წელს ყოფილი საეკლესიო მუზეუმის ხელნაწერების კოლექცია გადაეცა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებას, 1956 წელს - ახლადდაფუძნებულ "ხელნაწერთა ინსტიტუტს *შემდგომში "აკადემიკოს კორნელი კეკეკლიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტს", სადაც დღემდე დაცულია ცალკე, "A კოლექციის" სახით.

თბილისის საეკლესიო მუზეუმის ხელნაწერთა აღწერილობა შეადგინეს თ. ჟორდანიამ (1902 გამოსცა 2 ტომად 800 ხელნაწერის აღწერილობა), მ. ჯანაშვილმა (1908 გამოსცა 240 ხელნაწერის აღწერილობა, თბილისის საეკლესიო მუზეუმში 1908 წლის შემდეგ შესული ხელნაწერები კვლავ აღწერა 1921-1928 წლებში).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, გვ. 611, თბ., 1979 წელი.
  • იაკობაშვილი, ირაკლი. საეკლესიო მუზეუმი საქართველოში: დაფუძნება, მოღვაწეობა, გაუქმება // თსუ. ხელოვნების ისტორიის და თეორიის კათედრა. სამეცნიერო შრომების კრებული. № 5. თბ. თსუ გამომცემლობა. 2003 წ. გვ. 72-84. რეზიუმე ინგლ. ენაზე.