ეროვნული გმირის ორდენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ეროვნული გმირის ორდენი.

ეროვნული გმირის ორდენი — საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, რომელიც საქართველოს ეროვნული გმირის წოდებასთან ერთად ენიჭება პირს საქართველოსთვის განსაკუთრებული, გამორჩეული გმირული ქმედებისათვის. დაწესდა 2004 წლის 24 ივნისს.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეროვნული გმირის ორდენის ნიშანი წარმოადგენს ხუთჯვრიან კომპოზიციას – ოქროს დიდი ჯვარი, მკლავთა შორის ოთხი ოქროს მცირე ჯვრითა (იმეორებს საქართველოს სახელმწიფო დროშის კომპოზიციას) და ჯვრების ფრთებში მეწამული (წითელი) მინანქრით. ჯვრის კომპოზიციის საკიდს წარმოადგენს ძვირფასი თვლებით მოოჭვილი ოქროს „ივერიული“ გვირგვინი (სახელმწიფო გერბის ფარს ზემოთ მოთავსებული სუვერენიტეტის სიმბოლო). ორდენი საკიდთან დაკავშირებულია ვაზის წნულის ორნამენტული ოქროს დეტალით.[1]

ეროვნული გმირის ორდენის ესკიზის ავტორია მხატვარი-ჰერალდიკოსი მამუკა გონგაძე.[1]

ტარების წესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეროვნული გმირის ორდენის ტარება ხდება ყელზე, მეწამულ (წითელ) ლივლივა ბაფთაზე, რომელსაც კიდეებზე გასდევს ოქროსფერი ზოლები. ორდენის აღნიშვნა აგრეთვე ხდება ორდენის ბაფთის შესატყვისი თამასით. ორდენის დიამეტრი 5 სმ-ია.[1]

ორდენის მფლობელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მინიჭებული აქვს აფხაზი სეპარატისტების მიერ დახვრეტილ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს ჟიული შარტავას (გ. 1993) და ცხინვალის რეგიონში გმირულად დაღუპულ ჯარისკაცს ზაზა დამენიას (გ. 2004), რუსეთ-საქართველოს ომის დროს ოსი სეპარატისტების მიერ წამებით მოკლულ გიორგი ანწუხელიძეს, აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპულ სამხედრო მფრინავ ზურაბ იარაჯულს, გიორგი მაზნიაშვილს, ავთო იოსელიანს, ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას, მარო მაყაშვილს, გრიგოლ ფერაძეს, ექვთიმე თაყაიშვილს, ქაიხოსრო ჩოლოყაშვილს, მიხაკო წერეთელს, ამბროსი ხელაიას, გურამ გაბესკირიას, ზურაბ ჭავჭავაძეს, გენო ადამიას, მამია ალასანიას სიკვდილის შემდეგ; აგრეთვე პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის და ამერიკელ სენატორ ჯონ მაკ-კეინს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]