კალისტრატე (კათოლიკოს-პატრიარქი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კალისტრატე
მისი უწმიდესობა და უნეტარესობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი
5 tsintsadze kalistrate.jpg
პროვინცია საქართველოს სსრ
ეპარქია მცხეთა-თბილისის ეპარქია
ეკლესია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ინთრონიზაცია 1932
წასვლა 1952
წინამორბედი ქრისტეფორე III
მემკვიდრე მელქისედეკ III

საერო სახელი კალისტრატე მიხეილის ძე ცინცაძე
დაიბადა 24 აპრილი, 1866
ტობანიერი, ქუთაისის მაზრა
გარდაიცვალა 2 თებერვალი, 1952
თბილისი
ეროვნება ქართველი
რელიგია მართლმადიდებელი
საცხოვრებელი ადგილი თბილისი
პროფესია პედაგოგი
ალმა მატერი თბილისის სასულიერო სემინარია

კალისტრატე (ერისკაცობაში კალისტრატე მიხეილის ძე ცინცაძე) (დ. 24 აპრილი, 1866, ტობანიერი[1] ― გ. 2 თებერვალი, 1952) — ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი,სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1932-1952 წლებში. ღვთისმეტყველების კანდიდატი (1892).

ბიოგრაფია[რედაქტირება]

1888 დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, 1892 - კიევის სასულიერო აკადემია. 1893 მღვდლად ეკურთხა და დაინიშნა თბილისის დიდუბის ეკლესიაში. 1903 გადაიყვანეს ქაშვეთში. 1909-იდან დეკანოზი, 1925-იდან მიტროპოლიტი, იმავე წლიდან - ნინოწმინდელი ეპისკოპოსი, 1927 - მანგლელი. იყო სსრკ მშვიდობის დაცვის კომიტეტის წევრი (1948-იდან). კალისტრატე აქტიურად იბრძოდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად. ამ საკითხს მიუძღვნა წიგნი: „ქართული ეკლესიის ავტოკეფალია“ (1905, რუსულ ენაზე). აქვს ისტორიული და ლიტერატურული ხასიათის მნიშვნელოვანი გამოკვლევები და წერილები.

დაკრძალულია თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქები, რ. მეტრეველის რედაქციით, „ნეკერი“, თბილისი, 2000
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, გვ. 336, თბ., 1980 წელი.
  • ვარდოსანიძე ს. „პატრიარქები“, თბ., 2013

სქოლიო[რედაქტირება]

წინამორბედი:
ქრისტეფორე III
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
1932-1952
შემდეგი:
მელქისედეკ III