სტეფანე (კალაიჯიშვილი)
სტეფანე | |
---|---|
ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტი | |
![]() მეუფე სტეფანე | |
პროვინცია | სვანეთი |
ეპარქია | ცაგერისა და ლენტეხის ეპარქია |
ეკლესია |
![]() |
ინთრონიზაცია | 2002 |
პირადი მონაცემები | |
საერო სახელი | კალაიჯიშვილი |
დაბადების თარიღი | 9 თებერვალი, 1959 |
ეროვნება | ქართველი |
რელიგია | ქრისტიანობა |
მიტროპოლიტი სტეფანე (ერისკაცობაში — სტეფანე გრიგოლის ძე კალაიჯიშვილი; დ. 9 თებერვალი, 1959, ახალციხე, საქართველო) — ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტი. ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე.
1981 წელს დაამთავრა თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი, ახალციხის სემინარია. 1984 წელს დიაკვნად აკურთხეს, 1986 წლის 5 აგვისტოს კი ბერად აღიკვეცა, იმავე წელს მღვდლად აკურთხეს, ხოლო 1987 წელს იღუმენის წოდება მიენიჭა. 1995 წელს თბილისის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა. 2002 წლის 27 ოქტომბერს ხელი დაასხეს ცაგერისა და ლეჩხუმის ეპისკოპოსად. 2010 წლის 9 სექტემბერს კი, მიიღო მთავარეპისკოპოსის ხარისხი. 2015 წლის 1 ნოემბრიდან არის მიტროპოლიტი.
კათედრა ცაგერში, რეზიდენცია ცაგერსა და ლენტეხში.
ანგელოზის დღე — 27 დეკემბერი (9 იანვარი).
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე დაარქივებული 2020-02-05 საიტზე Wayback Machine.
- მეუფე სტეფანეს ქადაგება – ვიდეო // tvali.ge[მკვდარი ბმული]
|