ზაქარია (ქვარიანი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ზაქარია.
ზაქარია, გელათის მონასტერი

ზაქარია (გვარად ქვარიანი) (გ. 1660) — დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1657-1660 წლებში. მანამდე, 1637-1657 წლებში იყო გელათის ეპისკოპოსი (გაენათელი) მიტროპოლიტის წოდებით. საგვარეულო მამულები და სასახლე ჰქონდა ქუთაისში მწვანეყვავილაზე. იმერეთის სამეფო კართან დაახლოებული პირი და ალექსანდრე III-ის პირადი მოძღვარი იყო. ზრუნავდა დასავლეთ საქართველოს ეკლესიის მთლიანობის განმტკიცებისათვის. დაახლოებით 1659 წელს ოდიშის მთავარს ვამეყ III დადიანს ფიცი დაადებინა ოდიშში საკათოლიკოსო მამულების მმართველობაში ჩაურევლობის შესახებ და სხვ., მისგანვე მიიღო საკათოლიკოსო სადგომად სენაკის საწინამძღვრო ეკლესია მამულებითა და სასახლით. ასევე საკათოლიკოსო სადგომად გურიის მთავრებისაგან მიიღო აკეთის ეკლესია მამულებით. ცნობილია მისი შეკვეთით 1652-1655 წლებში გადაწერილი „დიდი გულანი“, რომელიც 1705 წელს დავით-გარეჯის მონასტრისათვის შეუწირავთ. ზაქარია სიცოცხლეშივე გამოუხატავთ გელათის წმ. გიორგის ეკლესიის სამხრეთ სვეტზე. დაკრძალულია გელათში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლომინაძე ბ., მასალები დასავლეთ საქართველოს XVII-XVIII საუკუნეთა ისტორიის ქრონოლოგიისათვის «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1954, ნაკვ. 31
  • მისივე, ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან (სენიორიები), [ტ.] 1., თბ., 1966