ლუკა (ლომიძე)
იერსახე
| ლუკა | |
|---|---|
| საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი | |
|
მეუფე ლუკა | |
| პროვინცია | კახეთი |
| ეპარქია | საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქია |
| ეკლესია |
|
| ინთრონიზაცია | 2003 |
| პირადი მონაცემები | |
| საერო სახელი | ვაჟა ფარნაოზის ძე ლომიძე |
| დაბადების თარიღი | 14 სექტემბერი, 1966 |
| ეროვნება | ქართველი |
| რელიგია | ქრისტიანობა |
ეპისკოპოსი ლუკა (ერისკაცობაში — ვაჟა ფარნაოზის ძე ლომიძე; დ. 14 სექტემბერი, 1966, თბილისი) — საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1992 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი; 1995 წლიდან ზედაზნის მამათა მონასტრის მორჩილი იყო. 1997 წლის დიდმარხვის I კვირაში ბერად აღიკვეცა. 1998 წლის 13 ივლისს დიაკვნად ეკურთხა. 1998 წლის 12 ნოემბერს — მღვდლად. 1998–2003 წლებში იყო დავითგარეჯის მონასტრის წინამძღვარი. 1999 წელს გახდა იღუმენი, 2000 წელს — არქიმანდრიტი, 2003 წლის 29 აგვისტოს ეპისკოპოსად ეკურთხა, 2011 წლის 14 სექტემბრიდან მთავარეპისკოპოსია. დაჯილდოებულია წმინდა გიორგის ორდენით.[1]
კათედრა და რეზიდენცია — ნინოწმინდასა და საგარეჯოში.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ლუკა – საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოსი. საქართველოს საპატრიარქო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-05. ციტირების თარიღი: 6 თებერვალი, 2020.
| |||||||