დავითი (კაჭახიძე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დავითი (კაჭახიძე)
მიტროპოლიტი
Давид (Качахидзе).jpg
ეკლესია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ინთრონიზაცია 1907
პირადი მონაცემები
დაბადების თარიღი 15 ოქტომბერი, 1872
გარდაცვალების თარიღი 19 მარტი, 1935
გარდაცვალების ადგილი ბათუმი
დასაფლავების ადგილი ქუთაისი, პეტრე-პავლეს ეკლესია
ეროვნება ქართველი
რელიგია მართლმადიდებელი
ალმა-მატერი თბილისის სასულიერო სემინარია

მიტროპოლიტი დავითი (ერისკაცობაში — ექვთიმე ოქროპირის ძე კაჭახიძე; დ. 15 ოქტომბერი, 1872, ქუთაისი, — გ. 19 მარტი, 1935, ბათუმი) — ქართველი სასულიერო მოღვაწე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიტროპოლიტი დავით კაჭახიძე დაიბადა 1872 წლის 15 ოქტომბერს მღვდლის, ოქროპირ კაჭახიძის ოჯახში. სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1899 წელს დაამთავრა ყაზანის სასულიერო აკადემია. 1898 წლის 8 მაისს ეკურთხა მღვდელ-მონაზვნად. იმავე წელს დაინიშნა „კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების“ სკოლების ინსპექტორად. 1900–1902 წლებში თელავისა და სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლების ზედამხედველი იყო. 1903 წლიდან მოღვაწეობდა რუსეთში, იყო ვიტებსკისა და დონის სასულიერო სემინარიების რექტორი. 1907 წელს საქართველოში დაბრუნდა. 1907 წლის 4 ნოემბერს აკურთხეს ალავერდის ეპისკოპოსად. აქტიურად იბრძოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის. ამის გამო იგი 1912 წელს გადააყენეს, დანიშნეს თავდაპირველად პიატიგორსკის, 1914 წლიდან კი ვინიცის ეპისკოპოსად. 1917 წელს, ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, საქართველოში დაბრუნდა.

1917 წლის 17 სექტემბერს საქართველოს პირველმა საეკლესიო კრებამ აირჩია ურბნისის ეპისკოპოსად. 1920 წლის 27 ივნისს მეორე საეკლესიო კრებაზე საკუთარი სურვილით დატოვა ეპარქია. ამავე კრებაზე აირჩიეს საკათალიკოზო საბჭოს წევრად. 1921 წლიდან ჭყონდიდელი. 1922 წლის 9 ნოემბერს სოფელ ლეხაინდრავოში დააპატიმრეს და 16 ნოემბერს გაათავისუფლეს. 1923 წლიდან ბათუმ-შემოქმედელი, 1924 წლიდან ალავერდელი, შემდეგ ქუთათელ-გაენათელი.

1927 წლიდან მიტროპილიტია და კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე. 1930 წლიდან ჭყონდიდის, ბათუმ-შემოქმედის, ქუთაის-გაენათის მმართველი. 1926 წელს აიყვანეს მიტროპოლიტის ხარისხში. გარდაიცვალა 1935 წლის 19 მარტს. მისი შრომებიდან აღსანიშნავია „К вопросу об автокефалии Иверской церкви“ (1912).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სერგო ვარდოსანიძე. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატე (1932-1952 წწ.). თბილისი, 2009 წ., გვ. 111-112.
  • თალაკვაძე, ნ. (2013). „მოქალაქე მღვდლის დღიურიდან“. თბილისი: ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, გვ. 153-154. ISBN 978-99940-28-77-1.