მიქელ IV

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მიქაელ.

მიქაელი, მიქელ მირიანის ძესაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დაახლოებით 1178-1184 წლებში, მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი 1184 წლიდან.

მკვლევართა ერთი ნაწილი მიქაელს რეაქციონერ დიდგვარიანთა ჯგუფის წარმომადგენლად მიიჩნევს. სხვათა აზრით, მიქაელი გიორგი III-ის ერთგული მოღვაწე იყო, რომელიც მეფემ ნიკოლოზ I გულაბერისძის გადადგომის შემდეგ კათალიკოსად დანიშნა. მისი მოღვაწეობის პერიოდში საქართველოს ეწვია სირიის პატრიარქი ეგნატე მეფე გიორგი III-ის წინაშე მოციქულად ჯელალ ედდინისაგან, რათა ტყვეები გაენთავისუფლებინა. მიქაელს ხვდა წილად 1178 წელს თამარ მეფე გიორგი III-ის თანამოსაყდრედ ეკურთხებინა. 1184 წელს მიქაელი გახდა მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი. ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლის შემდგომ მიქაელმა ეს თანამდებობა დაკარგა. მიქაელი აქტიურად მონაწილეობდა თამარის დაქორწინებაში იური ანდრიას ძეზე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ანთელავა ი., ქსე, ტ. 7, გვ. 24, თბ., 1984