საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მესამე ადგილობრივი კრება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მესამე საეკლესიო კრება 1921 წელი
თარიღი 1 სექტემბერი-5 სექტემბერი, 1921
წინა კრება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეორე ადგილობრივი კრება
შემდეგი კრება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეოთხე ადგილობრივი კრება
ესწრებოდა 119 დელეგატი
საკითხები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნები

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მესამე ადგილობრივი კრება — შედგა გელათში, 1921 წლის 1-5 სექტემბერს და ესწრებოდა 119 დელეგატი. კრების მიზანი იყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნები. პატრიარქის საყდრისთვის ორი კანდიდატურა იყო წარმოდგენილი მიტროპოლიტები ამბროსი (ხელაია) და ნაზარი ლეჟავა. თავდაპირველად არჩევნები ბარათებით წარიმართა იმ მოტივით რომ დამარცხებული თავის კანდიდატურას მოხსნიდა, შესაბამისად ამბროსი ხელაიამ სამოცზე მეტი ხმა მიიღო, ნაზარი ლეჟავამ ორმოცდაათი. შედეგებთან შეუთანხმებლობის გამო გადაწყდა კენჭისყრის ჩატარება, რომლის მიხედვითაც ამბროსიმ 67 თეთრი და 41 შავი კენჭი მიიღო, ნაზარიმ კი 54 თეთრი და ამდენივე შავი.

კენჭისყრის შედეგებიდან გამომდინარე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია მიტროპოლიტი ამბროსი. ცხუმ–აფხაზეთის ეპისკოპოსად დაადგინეს იოანე (მარღიშვილი), არჩეულ იქნა საკათალიკოზო საბჭოს ახალი შემადგენლობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]