მიქელ III (კათოლიკოსი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მიქელ III — ქართლის კათოლიკოსი დაახლოებით 930 წლიდან 947 წლამდე.

მოხსენიებულია გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში:

ვიკიციტატა
„ხოლო იყო გარდაცვალებაჲ ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლისი რიცხუსა წელიწადთა ას და მეორესა წელსა. ქრონიკონსა ოთხმეოცდა ერთსა. არამედ გარდაცვალებითგან მისით დაიწერა ცხორებაჲ ესე მისი შემდგომად ოთხმეოც და ათისა წლისა, დასაბამითგან გარდასრულთა წელთა ექუს ათას ხუთას ორმეოც და მეათოთხმეტესა წელსა. იერუსალჱმს პატრიარქობასა აგათონისსა, მცხეთას კათალიკოზობასა მიქელისსა, ქართველთა ზედა მთავრობასა აშოტ კუროპალატისასა, ძისა ადარნასეს ქართველთა მეფისასა; აფხაზთა ზედა მეფობასა გიორგისსა; ძისა კონსტანტი მეფისასა; ერისთავთ-ერისთაობასა სუმბატისსა, ძისა ადარნერსე მეფისასა, მაგისტრობასა ადარნასესსა, ძისა ბაგრატ მაგისტროსისასა, ერისთაობასა სუმბატისსა, ძისა დავით მამფალისასა. ქრისტემან დიდებაჲ უოხჭნოჲ მათ ყოველთა მიანიჭენ. ხოლო ჟამსა მას იყო ანჩას ეპისკოპოზი მაკარი...“

აღნიშნული წყაროს მიხედვით „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ დაწერის მომენტში ცოცხლები იყვნენ:

  • იერუსალიმის პატრიარქი აგათონისი. (დაახლოებით 950-964)
  • მცხეთას კათოლიკოსი მიქელი. (დაახლოებით 930-947)
  • ქართველთა ზედა მთავრობასა აშოტ კუროპალატისასა, ძე ადარნასე მეფისა
  • აფხაზთა მეფე გიორგი ძე კონსტანტინე მეფისა. (დაახლოებით 922-957)
  • ერისთავთ-ერისთავი სუმბატი ძე ადარნასე მეფისა. (დაახლოებით 936-958)
  • მაგისტროსი ადარნასე ძე ბაგრატ მაგისტროსისა. (გ. 966)
  • ერისთავი სუმბატისსა, ძისა დავით მამფალისასა.
  • ანჩელი ეპისკოპოზი მაკარი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გიორგი მერჩულე, ცხოვრებაჲ გრიგოლ ხანცთელისაჲ, წგნ.: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგნ. 1, ილ. აბულაძის რედ., თბ., 1963
  • მოქცევაჲ ქართლისაჲ, შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]