ეტიფანე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ანისის ქართული წარწერა.jpg

ეტიფანე, ეპიფანე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი XIII საუკუნის 20-იან წლებში. 1218 ეპიფანემ მოაწესრიგა ქ. ანისში მართლმადიდებელ სომეხ-ქართველ მოსახლეობასა და სამღვდელოებას შორის მომხდარი დიდი უთანხმოება, რომელიც გამოიწვია ანელი მღვდლების მიერ რელიგიური გადასახდელების (საქორწილო, მკვდრის წესის ასაგები და სხვ.) გადიდებამ. ეტიფანემ დაგმო მღვდლების საქციელი და სამჯერ შეამცირა რელიგიური გადასახდელები. ახალი ნიხრი, რომ მტკიცედ დაეცვათ, მან ქალაქის საჯარო ადგილას, ეკლესიის კედელზე თავისი სახელით სათანადო "ბრძანება" ამოაკვეთინა. ეტიფანემ ანისში რამდენიმე ახალი ეკლესია აკურთხა.

წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეტიფანეს სახელთან არის დაკავშირებული ორი წერილობითი ძეგლი — ანისის ქართული ეკლესიის 1218 წლის წარწერა და იენაშის ოთხთავი.

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ანისის ქართული წარწერა (1218).
ვიკიციტატა
„ვინ არის ეს ეპიფანე კათალიკოზი? ეს ის ეპიფანეა, ეჭვს გარეშე, რომლის ვეებერთელა წარწერა აკადემიკოსმა ნ. მარრმა აღმოაჩინა ქალაქ ანისის ერთს ქართულ ეკლესიის კედელზე და გამოსცა ფრიად ვრცელის და ჯეროვანის განმარტებებით, ხოლო ქვები გადაიტანა ანისის ყოფილ მუზეუმში და იქ აღადგინა კედელი სრულის დაცული წარწერით. წარწერა დათარიღებულია და ეკუთვნის 1218 წელს.“
Searchtool-80%.png მთავარი სტატია : იენაშის ოთხთავი.

ჩვენამდე მოაღწია ეპიფანეს მიერ დაკვეთილმა ძვირფასი ქვებით შემკულმა იენაშის სახარებამ, რომელიც მას სვეტიცხოვლისთვის შეუწირავს. სახარების გარეკანზე მთელი ტანით, საკათალიკოსო შესამოსელში გამოხატულია თვით ეპიფანე, მხატვრობას ახლავს წარწერა, სადაც მოხსენიებულია მისი ღვაწლი[1].

ვიკიციტატა
„ქ : ამისა : ნტარისა : ეპიფანე : ქ : კზისგ~ნ : მ~გბული : ამი[ს]გ~ნვე : შეიმკო : კ~თლიკე : ეკლესისთს : სხბაჲ : ესე : მოიჴსენე : ქ~ე :“
(ამის ნეტარისა ეპიფანეს ქართლის კათალიკოზისაგან მოგებული ამისგანვე შეიმკო კათოლიკე ეკლესიისათვის სახარებაჲ ესე მოიხსენე ქრისტე)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დონდუა ვ., საისტორიო ძიებანი, ტ. 1, თბ., 1967;
  • ჯავახიშვილი ივ., სოციალური ბრძოლის ისტორია საქართველოში IX-XIII საუკუნეებში, ტფ., 1934;
  • მისივე, ქართველი ერის ისტორია, წგნ., 3, თბ., 1966;
  • ქსე, ტ. 4, გვ. 242, თბ., 1979

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]