თემურ ჩხეიძე
თემურ ჩხეიძე | |
---|---|
რეჟისორი | |
დაბადების თარიღი |
18 ნოემბერი, 1943 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 5 ივნისი, 2022 (78 წლის) |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | საქართველო |
ჯილდოები | „ოქროს სოფიტი“ სანქტ-პეტერბურგის უმაღლესი თეატრალური პრემია ნომინაციაში „რეჟისორის საუკეთესო ნამუშევარი“ ჟან ანუის „ანტიგონეს“ დადგმისათვის 1997 წელს. |
თემურ ნოდარის ძე ჩხეიძე (დ. 18 ნოემბერი, 1943, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 5 ივნისი, 2022[1]) — ქართველი რეჟისორი. საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1981), რუსეთის სახალხო არტისტი. თბილისის საპატიო მოქალაქე (2010).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1965 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი, დიმიტრი ალექსიძისა და მიხეილ თუმანიშვილის სახელოსნო.
1965-1967 წლებში რეჟისორად მუშაობდა შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატულ თეატრში.
1967-1970 წლებში ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში.
1970-1980 წლებში იყო რუსთაველის თეატრის რეჟისორი, ხოლო 1980-1990 წლებში კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
1991 წლიდან იყო სანქტ-პეტერბურგის დიდი თეატრის რეჟისორი, 2004 წლიდან – მთავარი რეჟისორი, 2007-2013 წლებში – სამხატვრო ხელმძღვანელი.
თემურ ჩხეიძეს დადგმული აქვს სამოცდაათზე მეტი სპექტაკლი.
დადგმული სპექტაკლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თეატრალური ინსტიტუტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლევ ტოლსტოი „წყვდიადის მეუფება“
- ალექსანდრე ვამპილოვი „დამშვიდობება ივნისში“
- „ჯაზი, სიყვარული და ეშმაკი“
შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატული თეატრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯემალ მონიავა „კორპუსი V, ოთახი #55“
- ვანიონ დარასელი „კიკვიძე“
- იან ოტჩენაშეკი „რომეო, ჯულიეტა და წყვდიადი“
- ა. ვოლოდინი „ხუთი საღამო“
ქალაქ თბილისის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო დრამატული თეატრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დავით კლდიაშვილი „დარისპანის გასაჭირი“, „უბედურება“
- ა. ვოლოდინი „უფროსი და“
- ფ. დიუმანუა, ა.ფ. დენერი „დონ სეზარ დე ბაზანი“
- ვ. დარასელი „მე-16 დივიზია“
შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დავით კლდიაშვილი „სამანიშვილის დედინაცვალი“ (რობერტ სტურუასთან ერთად)
- შალვა დადიანი „გუშინდელნი“
- ანტონ ჩეხოვი „თოლია“
- თამაზ ჭილაძე „მოულოდნელი სტუმარი“
- ფედერიკო გარსია ლორკა „ბერნარდა ალბას სახლი“
- მიხეილ ჯავახიშვილი „ქალის ტვირთი“
- სოფოკლე „ოიდიპოს მეფე“
- ილია ჭავჭავაძე „ჩემი კალამი“
- ი. დვორეცკი „უცხო კაცი“
- ვ. როზოვი „სიტუაცია“
- იუჯინ ო’ნილი „სიყვარული თელებ ქვეშ“
- ლევ ტოლსტოი „წყვდიადის მეუფება“
მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჰენრიკ იბსენი „მოჩვენებანი“
- ლეო ქიაჩელი „ჰაკი აძბა“
- ილია ჭავჭავაძე „ასი წლის წინათ“
- ინგა გარუჩავა და პეტრე ხოტიანოვსკი „აღსარება“
- უილიამ შექსპირი „ოტელო“
- დავით კლდიაშვილი „დარისპანის გასაჭირი“, „უბედურება“
- მიხეილ ლერმონტოვი „თავადის ასული მერი“
- მიხეილ ჯავახიშვილი „ჯაყოს ხიზნები“
- ოტია იოსელიანი „ადამიანი იბადება ერთხელ“
- ლ. ბერლანგა, რ. ასკონა, ე. ფლაიანო „გაროტა“
- ალექსანდრე გელმანი „პირისპირ“
- თამაზ გოდერძიშვილი „ილია ვარ“
- ფრიდრიხ შილერი „ვერაგობა და სიყვარული“
- მიხეილ ჯავახიშვილი „ბედი მდევარი“
- ნილ საიმონი „მგზნებარე შეყვარებული“
- დავით გაჩეჩილაძე „ბახტრიონი“
- ართურ მილერი „სეილემის პროცესი“
- თეოდორ დოსტოევსკი „მარადი ქმარი“
- ავგუსტ სტრინდბერგი „მამა“
- ა. გარნეი „სასიყვარულო ბარათები“
- იასმინა რიზა „არტ ხელოვნება“
- ჟან ანუი „ანტიგონე“
- მიხეილ ბულგაკოვი „პილატე“
კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის დრამატული თეატრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გურამ ოდიშარია „ზღვა, რომელიც შორია“
გენუის საოპერო თეატრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯუზეპე ვერდი „დონ კარლოსი“
ვენეციის საოპერო თეატრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯაკომო პუჩინი „და ანჟელიკა“
- სერგეი რახმანინოვი „ძუნწი რაინდი“
ბორდოს საოპერო თეატრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვი „მეფის საცოლე“
მილანი „ლა სკალა“
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სერგეი პროკოფიევი „მოთამაშე“
ნიუ-იორკი „მეტროპოლიტენ ოპერა“
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სერგეი პროკოფიევი „მოთამაშე“
მოსკოვის სამხატვრო თეატრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მიხეილ ჯავახიშვილი „ჯაყოს ხიზნები“
- ჟან ანუი „ანტიგონე“
პეტერბურგის ტოვსტონოგოვის სახელობის დიდი დრამატული თეატრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფრიდრიხ შილერი „ვერაგობა და სიყვარული“
- ართურ მილერი „სეილემის პროცესი“
- ედუარდო დე ფილიპო „აჩრდილები“
- იუჯინ ო' ნილი „სიყვარული თელებქვეშ“
- უილიამ შექსპირი „მაკბეტი“
- ალექსანდრე პუშკინი „ბორის გოდუნოვი“
- მიხეილ ლერმონტოვი „მასკარადი“
- მაიკლ ფრეინი „კოპენჰაგენი“
- ფრიდრიხ შილერი „მარიამ სტიუარტი“
- მ. მაკდონახის „სილამაზის დედოფალი“, 2010
მოსკოვის დიდი თეატრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დიმიტრი შოსტაკოვიჩი „ლედი მაკბეტი“
პეტერბურგის მარინის თეატრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სერგეი პროკოფიევი „მოთამაშე“
- რიხარდ ვაგნერი „მფრინავი ჰოლანდიელი“
- ჯუზეპე ვერდი „დონ კარლოსი“
- ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვი „მოცარტი და სალიერი“
- სერგეი რახმანინოვი „ძუნწი რაინდი“
სატელევიზიო სპექტაკლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მიხეილ ჯავახიშვილი „ჯაყოს ხიზნები“
- ნოდარ დუმბაძე „მარადისობის კანონი“
- ნოდარ დუმბაძე „კუკარაჩა“
- მიხეილ ჯავახიშვილი „თეთრი კურდღელი“
- მიხეილ ბულგაკოვი „მოლიერი“
- ინგა გარუჩავა, პეტრე ხოტიანოვსკი „აღსარება“
გადაღებულია კინოფილმში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წოდებები და პრემიები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რუსეთის სახალხო არტისტი
- საქართველოს სახალხო არტისტი
- კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი
- შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი
- მიხეილ თუმანიშვილის პრემიის ლაურეატი
- საქართველოს თეატრალური პრემიის „ოქროს ნიღაბი“ ორგზის მფლობელი
- გოგი გეგეჭკორის სახელობის „ქართული ხელოვნების რაინდი“ ლაურეატი
- რუსეთის თეატრალური პრემიის „ოქროს ნიღაბი“ ლაურეატი
- პეტერბურგის თეატრალური პრემიის „ოქროს ნიღაბი“ მფლობელი
- „ოქროს გრან-პრის“ მფლობელი
- „საპატიო ნიშნის“ ორდენი.
- ლენინური პრემია
- რუსეთის ღირსების ორდენი, 2009.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ცუცქირიძე შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 174.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თემურ ჩხეიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გალაკტიონი ნაცნობ მუსიკას ჰგავს დაარქივებული 2016-09-09 საიტზე Wayback Machine.
- ისე, როგორც ცხოვრებაში
- "კირილ ლავროვი, 16 წლის განმავლობაში მთავაზობდა ამ პოსტს" დაარქივებული 2011-09-30 საიტზე Wayback Machine.
- თემურ ჩხეიძე, ცხოვრება, შემოქმედება, ფოტოგალერეა
- Любавина Е. БДТ: Новый год – новые формы // Театральные Вести. 2010. Январь. №5 დაარქივებული 2010-09-24 საიტზე Wayback Machine.
- Пешкова В. Темур Чхеидзе: нафталином зрителя в театр не заманишь // Страстной бульвар,10. 2009. № 3-123 დაარქივებული 2010-12-30 საიტზე Wayback Machine.
- Тух Б. Темур Чхеидзе: Я — баловень судьбы // Postimees.ru . 2009. 8 окт. დაარქივებული 2010-09-24 საიტზე Wayback Machine.
- Пресса. Интервью. დაარქივებული 2012-02-17 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „რეჟისორი თემურ ჩხეიძე გარდაიცვალა“. interpressnews.ge. ციტირების თარიღი: 2022-06-05.
- ↑ „ამაღლება“ დაარქივებული 2011-10-02 საიტზე Wayback Machine.
- ↑ „მშობლიურო ჩემო მიწავ!“ დაარქივებული 2011-10-02 საიტზე Wayback Machine.
- დაბადებული 18 ნოემბერი
- დაბადებული 1943
- გარდაცვლილი 5 ივნისი
- გარდაცვლილი 2022
- ქართველი თეატრის რეჟისორები
- ჩხეიძეები
- საპატიო ნიშნის ორდენის კავალრები
- თბილისის საპატიო მოქალაქეები (2010)
- საქართველოს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალრები
- საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კურსდამთავრებულები
- თბილისში დაბადებულები
- საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტები
- რუსეთის სახალხო არტისტები
- ლენინური პრემიის ლაურეატები
- კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატები
- შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატები
- დიდუბის პანთეონში დაკრძალულები