ივერიის მთა
იერსახე
| ივერიის მთა | |
|---|---|
ივერიის მთა | |
| კოორდინატები: 43°05′40″ ჩ. გ. 40°48′29″ ა. გ. / 43.09444° ჩ. გ. 40.80806° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | გუდაუთის მუნიციპალიტეტი |
| სიმაღლე | 344 მ |
| ქედი | ბზიფის ქედი |
| ამგებელი ქანები | კირქვა |
ივერიის მთა ან იბერიის მთა — მთა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ბზიფის ქედის სამხრეთ მთისწინეთში,[1] ფსირცხის დაბალმთიან კირქვულ მასივზე.[2] სიმაღლე ზღვის დონიდან 344 მ. წარმოადგენს მდინარეების მაანიკვარისა და ფსირცხის წყალგამყოფს. აგებულია ძირითადად ცარცულ-პალეოგენური კირქვებით. მწვერვალზე მდებარეობს ანაკოფიის ნანგრევები. ჩრდილო კალთაზე მდებარეობს ახალი ათონის მღვიმე. ივერიის მთის მწვერვალიდან იშლება ფართო ხედი შავიზღვისპირა სანაპიროზე: ბიჭვინთის კონცხიდან სოხუმამდე.[3] მწვერვალისაკენ გზა სერპანტინული ტიპისაა.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 84.
- ↑ ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 217.
- ↑ "Иверская,+или+Анакопийская,+гора+расположена" Москва, Выпуски 7-9