ბზიფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „ბზიფი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ბზიფი (მრავალმნიშვნელოვანი).
ბზიფი

ბზიფი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
სათავე აფხაზეთის კავკასიონი
43°18′56″ ჩ. გ. 41°16′26″ ა. გ. / 43.31556° ჩ. გ. 41.27389° ა. გ. / 43.31556; 41.27389
სათავის მდებარეობა უღელტეხილი ადანგე
სათავის სიმაღლე 2306 მ
შესართავი შავი ზღვა
43°11′17″ ჩ. გ. 40°16′51″ ა. გ. / 43.18806° ჩ. გ. 40.28083° ა. გ. / 43.18806; 40.28083
შესართავის მდებარეობა ბიჭვინთის კონცხი
შესართავის სიმაღლე 0 მ
სიგრძე 110 კმ
აუზის ფართობი 1510 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 97 მ³/წმ
ბზიფი — საქართველო
ბზიფი
ბზიფი
ბზიფი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ბზიფი
ბზიფი
— სათავე, — შესართავი
ბზიფი ვიკისაწყობში

ბზიფი (აფხ. Бзыԥ, ისტორიული სახელწოდება — კაპოეტისწყალი) — მდინარე დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე. სათავე აქვს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე, უღელტეხილ ადანგესთან. სიგრძე 110 კმ, აუზის ფართობი 1510 კმ². ზემო დინებაში ხეობა ვიწრო და ღრმაა. გამომუშავებულია ტექტონიკური რღვევის ხაზის გასწვრივ ქვედა იურულ თიხაფიქლებისა და ქვიშაქვებში, აგრეთვე ბაიოსის პორფირიტულ წყებაში. სოფელ ფსხუსთან ხეობა განიერდება და მდინარე იტოტება. ქვემოთ ხეობა ვიწრო, ზოგან კანიონისებრია, სოფელ ბზიფთან დაბლობზე გამოდის და ერთვის შავ ზღვას ბიჭვინთის კონცხთან. წყლის საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 97 მ³/წმ. საზრდოობს წვიმის (37,2 %), მიწისქვეშა (32,2 %) და თოვლის (30,6 %) წყლით. წყალდიდობა გაყაფხულზე და ზაფხულის პირველ ნახევარშია, წყალმცირობა — ზამთარში. წყალმოვარდნა იცის ზაფხულსა და შემოდგომაზე. ბზიფის შენაკადებია ბავიუ და გეგა.

მდინარე იუფშარის ზემო წელზე, რომელიც ბზიფის აუზს ეკუთვნის, მდებარეობს რიწის ტბა. ტბისკენ შავიზღვისპირა გზატკეცილიდან მიემართება საავტომობილო გზა, რომელიც ნაწილობრივ ბზიფის ხეობაში გადის. მდინარე ბზიფი არის პოპულარული ტრასა წყლის ტურიზმისთვის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]