ვანტლიაშეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვანტლიაშეთი
კოორდინატები: 42°00′00″ ჩ. გ. 46°07′26″ ა. გ. / 42.00000° ჩ. გ. 46.12389° ა. გ. / 42.00000; 46.12389
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული კახეთის მხარე
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2489 
ამგებელი ქანები იურული ასაკის თიხაფიქლები და ქვიშაქვები
ფლორა სუბალპური მდელო
ვანტლიაშეთი — საქართველო
ვანტლიაშეთი
ვანტლიაშეთი — კახეთის მხარე
ვანტლიაშეთი

ვანტლიაშეთი — უღელტეხილი საქართველოში, კახეთის მხარეში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კახეთის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მდინარე კაბალის მარჯვენა შენაკადის — ჩარასალდისხევის სათავეში. სიმაღლე 2489 მ. ვანტლიაშეთის უღელტეხილის მიდამო აგებულია იურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. ბილიკით აკავშირებს მდინარეების კაბალისა (ალაზნის მარცხენა შენაკადი) და სიმბირისხევის (ავარიის ყოისუს სისტემა) ხეობებს. ვანტლიაშეთის კალთებზე გავრცელებულია სუბალპური მდელოთა ლანდშაფტი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]