ააფსთა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ააფსთა
აფხ. Ааԥсҭа
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები გუდაუთის მუნიციპალიტეტი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
სათავე ბზიფის ქედი
43°16′40″ ჩ. გ. 40°48′28″ ა. გ. / 43.278000° ჩ. გ. 40.807806° ა. გ. / 43.278000; 40.807806
შესართავი შავი ზღვა
43°05′12″ ჩ. გ. 40°41′12″ ა. გ. / 43.086833° ჩ. გ. 40.686806° ა. გ. / 43.086833; 40.686806
სიგრძე 35 კმ
აუზის ფართობი 243 კმ²
ააფსთა (საქართველო)
Blue 0080ff pog.svg
Blue pog.svg

ააფსთა (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა)
Blue 0080ff pog.svg
Blue pog.svg

ააფსთა[1][2] (აფხ. Ааԥсҭа[3]; ყოფ. ბაკლანოვკა[4][5]) — მდინარე საქართველოში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში. სიგრძე 35 კილომეტრს აღწევს, აუზის ფართობი — 243 კმ²-ს. სათავე აქვს ბზიფის ქედის აღმოსავლეთ ნაწილში ზღვის დონიდან 1445 მეტრ სიმაღლეზე და მის სამხრეთ კალთაზე მოედინება. ხეობა გამომუშავებულია ცარცულ და იურულ კირქვებში. ქვემო დინებაში გორაკ-ბორცვიან ზოლში გაედინება. შავ ზღვას ერთვის გუდაუთსა და ახალ ათონს შორის. საზრდოობს უმთავრესად წვიმის წყლით. ახასიათებს გაზაფხულის წყალდიდობა და ხშირი წყალმოვარდნა. მთავარი შენაკადია მდინარე დოხვართა. შუაწელში მარცხნივ ერთვის ხაბიუს მღვიმური ნაკადი. საშუალო წლიური ხარჯია 11,9 მ³/წმ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, გვ. 13, თბ., 2009.
  2. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, გვ. 13, თბ., 1987.
  3. В. Е. Кәарҷиа, «Аԥсны атопонимика», Аҟәа 2002, ад. 568
  4. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 159, თბ., 1977 წელი.
  5. 1902 წლის ერთვერსიან რუკაზე მოხსენიებულია, როგორც „ბაკლანოვკა“ (რუს. р. Баклановка)