აბაი
იერსახე
აბაი | |
---|---|
კოორდინატები: 43°20′23″ ჩ. გ. 40°32′28″ ა. გ. / 43.33972° ჩ. გ. 40.54111° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | გუდაუთის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2188 მ |
ქედი | ბზიფის ქედი |
ამგებელი ქანები | კირქვა, მერგელი, თიხა და ქვიშაქვა |
აბაი[1] — მთა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ბზიფის ქედის დასავლეთ ნაწილში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2188 მ. აგებულია ცარცული კირქვებით, მერგელებით, თიხებითა და ქვიშაქვებით. წვერი გუმბათისებრი აქვს. სამხრეთი კალთა თანდათან ერწყმის მოვაკებულ ადგილ აბაის, დანარჩენი ციცაბოა და კარსტული. ჩრდილოეთ ფერდობზე ტყე ბუჩქნარია, სხვაგან — სუბალპური მდელო.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უკლება დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 12.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 13.