მუხურიშხა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მუხურიშხა
კოორდინატები: 43°18′51″ ჩ. გ. 40°57′54″ ა. გ. / 43.31417° ჩ. გ. 40.96500° ა. გ. / 43.31417; 40.96500
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული სოხუმის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2207 
ქედი ბზიფის ქედი
მუხურიშხა — საქართველო
მუხურიშხა
მუხურიშხა — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
მუხურიშხა

მუხურიშხა, მუხურჩა — მთა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სოხუმის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ბზიფის ქედზე. სიმაღლე 2207 მ. აგებულია ბაიოსური პორფირიტებით, ტუფებითა და ტუფ-ბრექჩიებით. ჩრდილოეთი კალთა ციცაბოა, სამხრეთი — დამრეცი. მუხურიშხაზე სათავე აქვს მდინარე ჩედიმს (დასავლეთის გუმისთის მარცხენა შენაკადი). თხემი შემოსილია სუბალპური მდელოებით, კალთები — შერეული ფოთლოვანი ტყით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]