ჩხალთა
იერსახე
| ჩხალთა | |
|---|---|
| სხვა სახელი | აწგარა |
| ქვეყანა |
|
| ტერიტორიული ერთეულები | აჟარის მუნიციპალიტეტი (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) |
| სათავე | 43°17′41″ ჩ. გ. 41°22′14″ ა. გ. / 43.294778° ჩ. გ. 41.370667° ა. გ. |
| სათავის სიმაღლე | 1488 მ |
| შესართავი |
კოდორი 43°05′35″ ჩ. გ. 41°40′50″ ა. გ. / 43.093250° ჩ. გ. 41.680694° ა. გ. |
| სიგრძე | 38 კმ |
| აუზის ფართობი | 465 კმ² |
| წყლის ხარჯი (საშ.) | 40,7 მ³/წმ |
|
| |
|
| |
ჩხალთა, აწგარა[1] — მდინარე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აჟარის მუნიციპალიტეტში, კოდორის მარჯვენა შენაკადი. იქმნება მდინარეების ადანგესა და მარუხის შეერთებით ზღვის დონიდან 1488 მ სიმაღლეზე. სიგრძე 38 კმ (მდინარე ადანგეს სათავიდან 48 კმ), აუზის ფართობი 465 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმის, მყინვარებისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის მარტიდან ოქტომბრის ბოლომდე (გამოწვეულია თოვლისა და მყინვარების დნობით) ყველაზე დიდი წყალდიდობა ივლის-აგვისტოშია. წყალმცირეა დეკემბრიდან მარტამდე. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 40,7 მ³/წმ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 173.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 19.