კელასური
კელასური | |
---|---|
ქვეყანა |
![]() |
ქალაქები | კელასური |
სათავე |
კელასური 43°16′32″ ჩ. გ. 41°11′00″ ა. გ. / 43.27556° ჩ. გ. 41.18333° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 1380 მ |
შესართავი |
შავი ზღვა 42°58′16″ ჩ. გ. 41°04′00″ ა. გ. / 42.97111° ჩ. გ. 41.06667° ა. გ. |
შესართავის სიმაღლე | 0 მ |
სიგრძე | 42 კმ |
აუზის ფართობი | 220 კმ² |
![]() ![]() |
კელასური — მდინარე აფხაზეთში. სათავე აქვს ბზიფის ქედის სამხრეთ კალთაზე. ხიმსის მყინვარზე, 2582 მ სიმაღლეზე. ერთვის შავ ზღვას სოფ. კელასურთან. სიგრძე 42 კმ, აუზის ფართობი 220 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლის, მიწისქვეშა და მყინვარული წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე. ზაფხულისა და შემოდგომაზე — ინტენსიური წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნა. წყალმცირეა ზამთარში. საშუალო მრავალწლიური ხარჯი შესართავთან 13,2 მ³/წმ. ზღვაში წლიურად შეაქვს 420 მლნ. მ³ წყალი. ქვემო დინებაში კელასურის მარცხენა ნაპირიდან წყლის ნაწილი გადის მიწისქვეშა კარსტული ნაპრალით და გამოდის მდინარე ბესლეთის სათავეში მძლავრ წყაროებად. 1978 წელს შესართავიდან 13 კმ-ზე კლდეზვავმა გადაგუბა მდინარე და წარმოშვა ტბა, რომლის ფართობი დაახლოებით 3 ჰა, უდიდესი სიღრმე 21 მ.
კლისური არის მდინარე კელასურის ძველი სახელწოდება.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- აფხაზავა ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 617.