დიდი კავკასიონი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. გთხოვთ გამართოთ იგი შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|დიდი კავკასიონი}} |
დიდი კავკასიონი — მთიანი მხარე, რეგიონს ორ ნაწილად ჰყოფს: ჩრდილოეთი კავკასია და სამხრეთი კავკასია. მისი სიგრძეა 1100 კმ, სიგანე — 180 კმ. მისი ღერძი არის კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი და კავკასიონის გვერდითი ქედი, რომელთაც მთელ სიგრძეზე გასდევს 4000-5000 მ სიმაღლის განივი და გრძივი ქედები. დიდი კავკასიონის სისტემის ყველაზე მაღალი მთაა იალბუზი, რომლის სიმაღლეა 5642 მ. ამ მაჩვენებლით იგი ითვლება ევროპის უმაღლეს მწვერვალად და უსწრებს ცნობილ მონბლანს. დიდი კავკასიონი 3 ნაწილად იყოფა:
- დასავლეთი კავკასიონი — მონაკვეთი შავი ზღვის სანაპიროდან იალბუზამდე.
- ცენტრალური კავკასიონი — მონაკვეთი იალბუზსა და მყინვარწვერს შორის.
- აღმოსავლეთი კავკასიონი — მონაკვეთი მყინვარწვერის აღმოსავლეთით.
დიდი კავკასიონი ითვლება ევროპისა და აზიის ბუნებრივ საზღვრად. უფრო დაწვრილებით იხილეთ სტატიაში: ევროპა-აზიის საზღვარი.
სტატიის