შოდა-კედელას ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შოდა-კედელას ქედი
შოდა-კედელას ქედის ერთ-ერთი უბანი
შოდა-კედელას ქედის ერთ-ერთი უბანი
კოორდინატები: 42°41′53″ ჩ. გ. 43°28′14″ ა. გ. / 42.69806° ჩ. გ. 43.47056° ა. გ. / 42.69806; 43.47056
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ონის მუნიციპალიტეტი
უმაღლესი წერტილი შოდა
სიმაღლე 3609 
სიგრძე 56 კმ
შოდა-კედელას ქედი — საქართველო
შოდა-კედელას ქედი
შოდა-კედელას ქედი — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
შოდა-კედელას ქედი
სურათები ვიკისაწყობში

შოდა-კედელას ქედი (ორბოძალის ქედი, რუბოძალის ქედი) — ქედი საქართველოში, ონის მუნიციპალიტეტში. წარმოადგენს რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ შტოქედს. გამოეყოფა ლეჩხუმის ქედს მწვერვალ ლუხუნისწვერთან. გადაჭიმულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის გასწვრივ დაახლოებით 56 კილომეტრზე და უერთდება მას მწვერვალ კოზი-ხოხთან. საშუალო აბსოლუტური სიმაღლე ზღვის დონიდან 3050-3080 მ, უმაღლესი მწვერვალია შოდა (3609 მ). აგებულია ზედაიურული და ქვედაცარცული კარბონატული ქანებით. სამხრეთი მხრიდან გამოეყოფა ქვაციხის, საკაოსმთის, ხეორისწვერის, გორმაღალის, საუხოხისა და სხვა შტოქედები. მდინარე რიონის ხეობით იყოფა ორ ნაწილად — შოდად და კედელად. შოდა-კედელას ქედის თხემური ნაწილისათვის დამახასიათებელია ტიპური ალპური რელიეფი (მოკლე ტროგული ხეობები, ცირკები და სხვა). 1900-2000 მეტრზე ზემოთ კალთები შემოსილია სუბალპური და ალპური ბალახეულობით. იყენებენ საძოვრად და სათიბად.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]