2000 წელს გადაღებულ კოსმოსურ სურათზე კი მათი კონტაქტი გაწყვეტილია და ჩრდილოეთის ნაკადი საკმაო მანძილითაა დაცილებული სამხრეთისას. სავარაუდოდ მათი გაყოფა 1986-1990 წლებში უნდა მომხდარიყო. მათი ფირნები ერთმანეთისაგან გამოყოფილია კავკასიონის ქედიდან გამოსული განშტოებით. მყინვარული ენები ერთმანეთს უერთდებოდნენ ზღვის დონიდან 2750 მ სიმაღლეზე და წარმოიქმნებოდა დასავლეთური ექსპოზიციის ერთიანი ენა, რომელიც მთავრდებოდა 2380 მ სიმაღლეზე. მყინვარის სიგრძე 13,36 კმ იყო, ხოლო ფართობი კი 28,28 კმ².