კოდორი
|
|
|
|---|---|
| დახასიათება | |
| სიგრძე | 84 კმ |
| აუზის ფართობი | 2030 კმ² |
| ჩაედინება | შავი ზღვა |
| განლაგებულია | |
| ქვეყნები | |
კოდორი - მდინარე დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთის ტერიტორიაზე. კოდორი იქმნება მდინარეების საკენისა და გვანდრის შეერთებით სოფ. მარცხენა გეწვიშთან, ზღვის დონიდან 740 მ-ზე. ერთვის შავ ზღვას სოფ. აძუბჟის სამხრეთით. სიგრძე 84 კმ (გვანდრის სათავიდან 110 კმ), აუზის ფართობი 2030 კმ2. მიედინება ვიწრო ხეობაში, შესართავიდან 25 კმ-ზე გადის დაბლობზე, წყლის საშუალო ხარჯი - 123 კუბ.მ/წმ-ში. კოდორის შენაკადთა უმეტესობას სათავე აქვს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფის სამხრეთ კალტაზე. უმთავრესი შენაკადებია: ჩხალთა, მრამბა, ჯამპალი ამტყელით. კოდორის აუზში 100-მდე მყინვარია (მარუხი, პტიში, კლიჩი, ქლუხორი, საკენი და სხვა), რომელთა ფართობი 80 კმ2 აღწევს.
კოდორი საზრდოობს წვიმის (31%), მიწისქვეშა (28,6%), თოვლის (22,6%) და მყინვარული (17,8%) წყლით. წყალდიდობაა მარტის მეორე ნახევრიდან სექტემბრის ბოლომდე. წლიური ჩამონადენის 72% გაზაფხულ-ზაფხულზე მოდის. შემოდგომაზე იცის წყალმოვადრდნები, წყალმცირობა ზამთარშია. კოდორი წყალუხვი მდინარეა. წლიური ჩამონადენი - 4,1 კმ2. შავ ზღვაში შესვლისას ქმნის დელტას.
ლიტერატურა[რედაქტირება]
- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, გვ. 570, თბ., 1980 წელი.
სტატიის