პირიქითი ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პირიქითი ქედი
პირიქითი ქედის უმაღლესი წერტილი — თებულოსმთა
პირიქითი ქედის უმაღლესი წერტილი — თებულოსმთა
კოორდინატები: 42°32′38″ ჩ. გ. 45°31′38″ ა. გ. / 42.543972° ჩ. გ. 45.527306° ა. გ. / 42.543972; 45.527306
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული კახეთის მხარე
ჩეჩნეთი
ინგუშეთი
დაღესტანი
უმაღლესი წერტილი თებულოსმთა
სიმაღლე 4493 
სიგრძე 80 კმ
ამგებელი ქანები თიხაფიქალი
პირიქითი ქედი — საქართველო
პირიქითი ქედი
პირიქითი ქედი — კახეთის მხარე
პირიქითი ქედი

პირიქითი ქედი, თუშეთის ქედიქედი საქართველოსახმეტის მუნიციპალიტეტისა და რუსეთისჩეჩნეთის, ინგუშეთისა და დაღესტნის ფარგლებში. კავკასიონის ჩრდილოეთი გამყოლი ქედი, მდინარეების პირიქითი ალაზნისა (ანდის ყოისუს სისტემა) და არღუნის (თერგის სისტემა) წყალგამყოფი, სიგრძე 80 კმ. უმაღლესი მწვერვალია თებულოსმთა (4493 მ). ზღვის დონიდან 4000 მ-ზე მაღალია მწვერვალები: ქომიტო (4261), დიკლოსმთა (4285 მ), დანოსმთა (4174 მ) და სხვა. უღელტეხილები 3000-3500 მ სიმაღლეზეა, მ.შ. აღსანიშნავია: უყერიჩო (3042 მ), ქერიღო (3140 მ) და ქაჩუ (3550 მ).

პირიქითი ქედი აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებით. ორივე კალთაზეა თანამედროვე მყინვარები და პლეისტოცენური გამყინვარების კვალი. კალთები 3000-3000 მ სიმაღლემდე შემოსილია სუბალპური და ალპური ბალახეულობით. სამხრეთი კალთის აღმოსავლეთ ნაწილში ზღვის დონიდან 1600-2200 მ-მდე, ფიჭვნარ-არყნარია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]