ვანთლიაშეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ვანტლიაშეთი)
ვანთლიაშეთი
კოორდინატები: 42°00′00″ ჩ. გ. 46°07′26″ ა. გ. / 42.00000° ჩ. გ. 46.12389° ა. გ. / 42.00000; 46.12389
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული კახეთის მხარე
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2489 
ამგებელი ქანები იურული ასაკის თიხაფიქლები და ქვიშაქვები
ფლორა სუბალპური მდელო
ვანთლიაშეთი — საქართველო
ვანთლიაშეთი
ვანთლიაშეთი — კახეთის მხარე
ვანთლიაშეთი

ვანთლიაშეთი — უღელტეხილი საქართველოში, კახეთის მხარეში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კახეთის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მდინარე კაბალის მარჯვენა შენაკადის — ჩარასალდისხევის სათავეში. სიმაღლე 2489 მ. ვანთლიაშეთის უღელტეხილის მიდამო აგებულია იურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. ბილიკით აკავშირებს მდინარეების კაბალისა (ალაზნის მარცხენა შენაკადი) და სიმბირისხევის (ავარიის ყოისუს სისტემა) ხეობებს. ვანთლიაშეთის კალთებზე გავრცელებულია სუბალპური მდელოთა ლანდშაფტი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]