თეთნულდი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| თეთნულდი | |
| კოორდინატები: / | |
|---|---|
| სიმაღლე |
4852 მ |
| მდებარეობა | |
| ქედი |
მთავარი წყალგამყოფი ქედი |
| ტიპი |
გამყინვარების ცენტრი |
| უმარტივესი მარშრუტი |
თოვლით სვლა |
თეთნულდი — მწვერვალი სვანეთის კავკასიონზე მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მდინარე ენგურის სათავეებში, მესტიის რაიონში. სიმაღლე 4852 მ. აგებულია ძირითადად ძველი კრისტალური ქანებისაგან. 3000 მ-ს ზემოთ დაფარულია მუდმივი თოვლით. თეთნულდი გამყინვარების დიდი ცენტრია. მის ფერდობზე ეშვება მყინვარები: წანერი, ადიში და სხვა საერთო ფართით 46 კმ².
თეთნულდზე პირველად 1930 წელს ავიდნენ (ხელმძღვანელი ალექსანდრე ჯაფარიძე). თეთნულდზე ალპინისტ სიმონ ჯაფარიძის დაღუპვასთან დაკავშირებით მწვერვალის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე გაშიშვლებულ კლდეს „ჯაფარიძის მოწმეები“ ეწოდა.
[რედაქტირება] გალერეა
[რედაქტირება] ლიტერატურა
- უთმელიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, გვ. 637, თბ., 1979 წელი.
|
|||||||||||||||||||