მაილის უღელტეხილი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| მაილის უღელტეხილი | |
|---|---|
| ტიპი | უღელტეხილი |
| ქვეყანა | |
| სიმაღლე | 4400 მ |
| მდებარეობა | ხოხის ქედი |
| რეგიონი | მცხეთა-მთიანეთი |
მაილის უღელტეხილი — უღელტეხილი კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის გვერდით ხოხის ქედზე, მწვერვალებს მყინვარწვერსა და მაილს შორის, სიმაღლე 4400 მ. დაფარულია თოვლ-ყინულით. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი. ერთმანეთთან აკავშირებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტს და ჩრდილოეთ ოსეთს, აგრეთვე გერგეტის, დევდარაკის, დენკარისა და მნის მყინვარებს (მდინარე თერგის აუზი).
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 363, თბ., 1983 წელი.
|
|||||||||||||||||||