ჩერეკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩერეკი
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეულები ყაბარდო-ბალყარეთი
სათავე კავკასიონი
43°16′56″ ჩ. გ. 43°33′36″ ა. გ. / 43.28222° ჩ. გ. 43.56000° ა. გ. / 43.28222; 43.56000
სათავის სიმაღლე 714,4 მ
შესართავი ბაქსანი
43°42′01″ ჩ. გ. 44°03′02″ ა. გ. / 43.70028° ჩ. გ. 44.05056° ა. გ. / 43.70028; 44.05056
შესართავის სიმაღლე 190 მ
სიგრძე 79 კმ
აუზის ფართობი 3070 კმ²
მდინარის სისტემა ბაქსანი → მალკა → თერგი → კასპიის ზღვა
წყლის ხარჯი (საშ.) 39,5 მ³/წმ
ჩერეკი — ყაბარდო-ბალყარეთი
ჩერეკი
ჩერეკი
— სათავე, — შესართავი
ჩერეკი ვიკისაწყობში

ჩერეკი (რუს. Черек) — მდინარე რუსეთში, ყაბარდო-ბალყარეთში. სიგრძე 79 კმ, აუზის ფართობი 3070 კმ². ბაქსანის მარჯვენა შენაკადი. წარმოიქმნება მდინარეების ბალყარეთის ჩერეკისა და ხულამის ჩერეკის შეერთების შედეგად, რომლებსაც სათავე აქვთ კავკასიონის ჩრდილოეთი კალთის მყინვარებში. უმთავრესად საზრდოობს თოვლისა და ყინულის წყლით. წყალდიდობა იცის ზაფხულში. წყლის საშუალო ხარჯი ბალყარეთის ჩერეკისა და ხულამის ჩერეკის შეერთების ადგილზე 39,5 მ³/წმ.[1] ჩერეკის ხეობაშია ტბა ცერიქოლი. მდინარის ნაპირებზეა დასახლებული პუნქტები. განვითარებულია ხე-ტყის დაცურება. მდინარეში ბინადრობს მდინარის კალმახი, თერგის ციმორი, თერგის ტობი, კვირჩხლა და სხვა.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]