მაკრატელას ქედი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მაკრატელას ქედიქედი აღმოსავლეთ საქართველოში, (თუშეთი). შეადგენს კავკასიონის მთავარი ქედის ნაწილს. წარმოადგენს პირიქითა ალაზნისა და თუშეთის ალაზნის წყალგამყოფს. მაკრატელას ქედი გამოეყოფა აწუნთის ქედს აღმოსავლეთით, მწვერვალებს ამღასა და ბორბალოს შორის. მასზე აღმართულია მწვერვალები: წიო (3380 მ), ცივა (3362 მ), მაკრატელა (3106 მ) და სამრულისმთა (3482 მ). აგებულია იურული ფიქლებით.

აქვს სამხრეთ-აღმოსავლური მიმართულება და მთავრდება ომალოს პლატოთი. მაკრატელას ქედის თანამედროვე გამყინვარება უმნიშვნელო სიმძლავრით ხასიათდება და სამრულისმთის მასივის ჩრდილო კალთებთან არის დაკავშირებული. მეოთხეულ პერიოდში ქედზე წარმოდგენილი იყო ხეობის ტიპის მყინვარები, რომელთა სიგრძე 5-6 კმ-ს აღწევდა, მათი ქვედა ბოლოები 2400-2500 მ აბსოლუტურ სიმაღლეზე მდებრეობდნენ.

ქედის სამხრეთ-აღმოსავლური მონაკვეთი ფოთლოვანი ტყითაა შემოსილი, ხოლო დანარჩენ ნაწილში დამახასიათებელია ალპური მდელოს ლანდშაფტი.

[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • მარუაშვილი ლ., საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, თბ., 1964.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები