ტუაფსე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტუაფსეს გერბი

ტუაფსე (რუს. Туапсе́, ადიღ. ТIуапсэ) — სამხარეო დაქვემდებარების ქალაქი რუსეთში, კრასნოდარის მხარის ტუაფსეს რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობა 63,5 ათასი კაცი (2006). ქალაქი მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე კავკასიონის მთავარი ქედის დასავლეთ ბოლოს მდინარეების ტუაფსე და პაუკის შესართავთან. მსხვილი საზღვაო პორტი. საკურორტო რაიონის ცენტრი.

ტუაფსე შაფსუღთა მსხვილი ცენტრია. ქალაქში ამ ენაზე მოსაუბრე 10 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ქალაქის სახელწოდება ადიღეურ ენაზე (ტვ'აფსე) „ორ მდინარეს“ ნიშნავს, თუმცა ასევე მოიხსენიება ადრეულ ბერძნულ წყაროებში, როგორც ტოფსიდა.

თანამედროვე დასახლება 1838 წელს დააარსეს რუსებმა როგორც ველიამინის ციხესიმაგრე. ერთი წლით გვიან იგი შაფსუღებმა აიღეს და მიწასთან გაასწორეს, თუმცა რუსებმა იგი მალევე აღადგინეს. ყირიმის ომის პერიოდში ციხესიმაგრე ოსმალებმა აიღეს (1857-59). 1875-87 წლებში სოფელი ცნობილი იყო სახელით „ველიამინოვსკი პოსად“. 1916 წელს ქალაქის სტატუსი მიიღო.

საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში ტუაფსეში ნავთობის ტერმინალი და დეპო აშენდა. ვლადიმერ შუხოვის დაპროექტებული ნავთობსადენი გროზნოდან და მაიკოპიდან 1928 წლამდე ფუნქციონირებდა. ნავთობგადამმუშავებელი ქარხანაც ამავე პერიოდში აიგო. მეორე მსოფლიო ომში კავკასიის ბრძოლებისას ნაცისტებმა სცადეს ტაუაფსეს ნავთოსადენის ხელში ჩაგდება, რამაც ქალაქს დიდი ზარალი მოუტანა.

აქ მდებარეობს რუსეთის ბავშვთა ბანაკი „ორლიონოკი“ (ყოფილი პიონერთა ბანაკი). მსოფლიოს ჩემპიონი ჭადრაკში ვლადიმერ კრამნიკი და 2005 წლის მის მსოფლიო ნატალია გლებოვა ტუაფსეში არიან დაბადებული.