კიდეგანის ქედი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
კიდეგანის ქედი (რუს. Кидеганис) — აღმოსავლეთ კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილო ტოტი, საქართველოს დუშეთის მუნიციპალიტეტისა და ჩაჩნეთ-ინგუშეთის საზღვარზე, მდინარეების ასისა და არმხის წყალგამყოფი. უმაღლესი მწვერვალი კიდეგანისმაღალი (4275 მ), სხვა მწვერვალებია: გველისმთა, სახარისმაღალი, ჭიმლისმაღალი, მარტინისმთა და სხვ.
მნიშვნელოვანი უღელტეხილებია: არხოტისთავისღელე, სახარისღელე, საჯიხვისღელე და სალაშქროსღელე. აგებულია იურული თიხაფიქლებით. ორივე კალთაზე ჩამოწოლილია მყინვარები. ახასიათებს მთა-მდელოსა და გლაციალურ-ნივალური ლანდშაფტი.
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება] ლიტერატურა
- მარუაშვილი ლ, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, გვ. 504, თბ., 1980 წელი.
|
|||||||||||||||||||

