დვალეთის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დვალეთის ქედი
კოორდინატები: 42°32′50″ ჩ. გ. 43°57′52″ ა. გ. / 42.547444° ჩ. გ. 43.964500° ა. გ. / 42.547444; 43.964500
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული შიდა ქართლის მხარე
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
ჩრდილოეთი ოსეთი
უმაღლესი წერტილი ხალაწა
სიმაღლე 3938 
ამგებელი ქანები მერგელოვანი ფიქალი. კირქვა, ქვიშაქვა და მერგელი
დვალეთის ქედი — საქართველო
დვალეთის ქედი
დვალეთის ქედი — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
დვალეთის ქედი

დვალეთის ქედიქედი საქართველოსა (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ონისა და შიდა ქართლის მხარის ჯავის მუნიციპალიტეტები) და რუსეთის (ჩრდილოეთი ოსეთი) სახელმწიფო საზღვარზე. წარმოადგენს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის მონაკვეთს მამისონის უღელტეხილსა და ლაგათისარის მთას შორის. ქედის აღმოსავლეთი ნაწილი აგებულია ზედაიურული მერგელოვანი ფიქლებით. კირქვებითა და ქვიშაქვებით, დასავლეთი ნაწილი — ქვედაცარცული კირქვებით, მერგელებითა და ქვიშაქვებით.

დვალეთის ქედის მნიშვნელოვანი მწვერვალებია: კოზიხოხი (3688 მ), საუხოხი (3711 მ), ხალაწა (3938 მ), ზეკარა (3828 მ), ლაღზწითი (3877 მ). უღელტეხილებია: ზეკარა (3184 მ), როკა (2995 მ), ურუსთა (3241) და სხვა. ქედის სამხრეთ კალთაზე სათავე აქვს მდინარეებს ჯეჯორას, ღარულას (რიონის მარცხენა შენაკადი), ქეშელთას, ჯომაგდონს, როკიდონს, ჭელიათას და სხვა (დიდი ლიახვის მარჯვენა შენაკადები); ჩრდილოეთ კალთაზე — მდინარე არდონსა და მის შენაკადებს. ქედის თხემური ნაწილი მოქცეულია ნივალურ და სუბნივალურ ზონაში, ქვემოთ, ორივე კალთაზე, განვითარებულია ალპური, სუბალპური და მთა-ტყის ლანდშაფტები.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]