მტკვარ-არაქსის დაბლობი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მტკვარ-არაქსის დაბლობიდაბლობი აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში, აზერბაიჯანში, მდებარეობს მდინარეების მტკვრისა და არაქსის ქვემოთში. აღმოსავლეთით ეკვრის კასპიის ზღვა. სიგრძე 250 კმ, სიგანე 150 კმ. წარმოადგენს 200 მ-ზე დაბალ, რთული რელიეფის მქონე ალუვიურ-აკუმულაციურ ვაკეს. ცენტრალური და აღმოსავლეთი ნაწილი ოკეანის დონეზე დაბლა მდებარეობს. აგებულია ქვემო მტკვრის სინკლინორიუმზე განლაგებული ანთროპოგენური ზღვიური ნალექებით, რომლებიც დაფარულია ალუვიური და დელუვიური თიხებით, თიხნარებით, ქვიშნარებითა და კაჭრით. მდიდარია ნავთობით. ჰავა თბილია, მშრალი. იცის ცხელი ზაფხული. ნალექები დაახლოებით 200-400 მმ წელიწადში. გაბატონებულია მშრალი სუბტროპიკებისა და ნახევარუდაბნოს ლანდშაფტები.

მოჰყავთ ბამბა, გაშენებულია ბაღ-ვენახები. არის ზამთრის საძოვრები.

ლიტერატურა[რედაქტირება]