ტალახის ვულკანი
ტალახის ვულკანი — სხვადასხვა ფორმის გეოლოგიური წარმონაქმნი, რომელიც გამუდმებით ან დროდადრო აფრქვევს ტალახს, აირს, ხშირად წყალთან და ნავთობთან ერთად. გვხვდება ნავთობიან და ვულკანურ არეებში, სადაც ფუმაროლებად გვევლინებიან და რომლებიც ჭრიან თიხასა და ვულკანურ ფერფლს. ტალხთან და აირთან ამოფრქვევისას ხშირად ჩნდება თვითაალებადობა, რასაც მოჰყვება ჩირაღდნების წარმოშობა.
ტალახის ვულკანი გვხვდება ასევე ისეთი მდინარეების დელტებში, რომლებსაც უხვად მოაქვთ მცენარეული ნაშთები და ნავთობის აფსკიანი წყალი.
ყველაზე მსხვილ ტალახის ვულკანებს გააჩნიათ 10 კმ დიამეტრი და 700 მ სიმაღლე. დასახლებულ ადგილებში არსებით გავლენას ახდენს სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებზე.
ტალახის ვულკანების სიმრავლით პირველ ადგილზე აზერბაიჯანია, სადაც დაახლოებით 350-მდე ტალახის ვულკანი არსებობს.
ცნობილი ტალახის ვულკანები გვხვდება კასპიის ზღვის სანაპიროზე, ტამანისა და ქერჩის ნახევარკუნძულზე, თურქმენთში, რუმინეთში, ირანში, ვენესუელაში, იტალიაში, ისლანდიაში, ახალ ზელანდიაში, აშშ-ში და სხვ.
ტალახის აქტიურ ვულკანებს ვხვდებით აღმოსავლეთ საქართველოშიც. ასეთი ვულკანები ჩვენში ვრცელდებიან ივრის ზეგანსა და გომბორის ქედის კალთებზე. აღსანიშნავია ახტალა, ფხოველი, ქილაკუპრა, ფორფოტები და ტახტითეფა.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- Origin of mud volcanoes
- Cold water mud volcanoes created by artesian pressure in Minnesota's Nemadji River basin
- Bulletin Of Mud Volcanology Azerbaijan Academy Of Sciences (in English)
- Gaia's Breath—Methane and the Future of Natural Gas - USGS, June 2003
- Azeri mud volcano flares - October 29, 2001, BBC report
- Redondo Beach mud volcano with methane hydrate deposits
- Hydrocarbons Associated with Fluid Venting Process in Monterey Bay, California
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქსე, ტ. 9, გვ. 644, თბ., 1985;
- Горная энциклопедия. — М.: Советская энциклопедия. Под редакцией Е. А. Козловского. 1984—1991.